ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2010


განაკანონებს სოკრატეს ათენი

დადგება წუთი, განაკანონებს სოკრატეს ათენი,
დაარისხებენ უკანასკნელ ზარებს მნათენი.

მტრედი ფრენას ახმარს
იმ ნეტარ დროს, ოდეს ჩვენ გვშურს,
ძალა ხნავს აღმართს,
გული ჰგავს მერკურს.

დაცლის შხამიან თასს
ბრძენი ბერძენი და
ერთვის ეკლიან მთას.
ზეიმობს თემი და
განუკითხაობა.
ხმალს ამტვრევს თემიდა.

მზე გაიზლაზნა,
მზე ზევსის ფერხთით მწოლი.
რა ამაოა ყველა გზა სოკრატე იხსნას.
იქვე, მახლობლად ატუზულა ის ანჩხლი ცოლი,
აცრემლებული რაღაცას ხვდება, არ კი იცის რას.

მთლად უსაქმურიც არ ყოფილა მისი ქმარი - გენია,
სულ არაფერი არ ვიციო - რაღაც სცოდნია.
როგორ ამაყად და მშვიდად ხვდება, როგორ დევნიან!
მის ყოველ სიტყვას უმართებულოდ როგორ წონიან.

და დგება წუთი, ანკანონებს სოკრატეს ათენი,
დაარისხებენ უკანასკნელ ზარებს მნათენი.
იგი თასს დაცლის და შეკრთომას არ ავლენს ოდნავს,
თუმცა, არ კვდება, კვლავ აგრძელებს ”არაფრის ცოდნას!”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები