ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნატალია
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2008


კედლის იქით

მიღებისა და გაცემის წრეში ჩვენ აღარ ვცხოვრობთ.
ვიღაცის ხელმა გამოარღვია ძაფი ჩვენი სამალავიდან
მანამდე, სანამ
ჩვენი მეორე, ფრთებიანი სიცოცხლე დაიწყებოდა.
მოდით, დავტვირთოთ აბრეშუმით დიდი გემები
და თითი წავკრათ,
რომ ვეღარასდროს დავეწიოთ
იმას, რის შიგნით შემძვრალებიც ქარს არ იმჩნევენ,
რომლის შიგნითაც:
უფროდაუფრო ლამაზდებიან
და მან, ვინც მოკვდა,
სადაცაა ხელმეორედ სული ისევ უნდა ჩაიდგას!..

ეს ზღვა მუხლამდეც არ მისწვდება იმ ჩვენს გოლიათს,
რომელიც გემებს სხვა ნაპირისკენ სუნთქვით უბიძგებს.
ჩვენ კი, აქეთა სანაპიროზე დარჩენილებს,
უკაცურ პლაჟზე
მზიან ამინდში შიშვლად დაყრილებს
ლუპით დაგვყურებს.

მან ეს არ იცის-
მანამდე,სანამ შეგვისწავლიდეს,
ადგილ-ადგილ ამომწვარი ექსპონატები
შერჩება ხელში.

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები