ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2010


მიტატა

                                                    " მიტატა - მიყვარხარ" - ჩემთა სიტყვათა ლექსიკონიდან

თუ გაზაფხულმა ამიყოლია
და მოელვარე ნუშმა ამიტატა,
თუ დავინახე შენში თოლია,
თვალებს დავხუჭავ, გეტყვი: "მიტატა!"

თუ დავინახე შენში ის ფერი,
მწველად რომ უნთიათ ტიტათა,
თუ არ წამექცა ცა(რ)ცისფერი,
ენამოჩლექით გეტყვი: "მიტატა!"

თუ დავინახავ შენში თინათინს
და ვისრამიანს ასხლტა ციტატა,
თუ დავიჭირე მზის ათინათი,
იმას გაჩუქებ, გეტყვი: "მიტატა!"

შენი სულიდან განმდევნე,
ვიცი, სულ ვეღარ მიტან და
მზის სხივი გამოგადევნე
ჩემით გამთბარი "მიტატა".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები