ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ერე მორისონი
ჟანრი: პროზა
19 აპრილი, 2010


გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.

თავი II
შემოდგომას მოყვა ზამთარი, ანუ სიცივე...

  ფანჯრის რაფებზე ეხეთქება ნიავი, შემდეგ წასვლა უნდა, მაგრამ იქვე, მინაზე იყინება, თეთრ სუდარაში გახვეულა დედამიწა, ჩემი დედამიწა, ასე მგონია ყველაფერი მოკვდა და განადგურდა. არაფერის ხმა აღარ ისმის ჩემი ოთახიდან. მარტო ვარ, ისე მარტო, რომ მეშინია, ძალიან მეშინია. შემძულდა ღამე, ღამე მარტოობაა, ძრწოლა და შიში . ახლა ვდგავარ ერთი ბოთლი ღვინით ხელში და ვუყურებ, თუ როდის ჩაქრება სანთელი, არ მინდა რომ ჩაქრეს.
  დღეს დილით ისევ იმ გოგონამ ჩაიარა, მიაბიჯებდა თოვლში, თოვლივით თეთრ სამოსში გამოწყობილიყო. მისი ქერა_ოქროსფერი კულულები ყინვისგან ერთმანეთს შეწებებოდნენ. ლამაზი იყო , ძალიან ლამაზი და მას აღარ ეშინოდა ყინვის და თოვლის, იმიტომ, რომ ლამაზი იყო.
  ზოგჯერ მეც მეპარება ეჭვი იმაში, რომ ლამაზი ვარ. შენ ძალიან იშვიათად მეუბნებოდი ამას, ძალიან მწყინდა, როცა სხვა გოგონებზე ამბობდი ლამაზიაო, ჩემი თანდასწრებით. მაშინ მინდოდა ყველა გოგოსთვის დიდი იარა დამედო სახეზე და დაემახინჯებინა.
  იცი?! ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ გალაქტიონს ვგავარ, რადგან გალაქტიონმა იცოდა, რომ მისნაირი პოეტი მეტი არ დადიოდა და ყველაზე ძლიერი იყო, და მეც ვიცი, რომ ყველაზე ლამაზი ვარ. შენ იცი ვინ იყო გალაქტიონი? რა თქმა უნდა არ იცი და ვერც ვერასოდეს გაიგებ.
  ხშირად გატყუებდი და ეს ტყუილი სხვადასხვაგვარი იყო. თუმცა, შენს გარდა დედაჩემსაც ვატყუებდი, როცა შენს ფოტოზე მეკითხებოდა ვინ არისო, ახალ იცის  ჩვენი ამბავი. მე ვუამბე და ორივემ ბევრი ვიტირეთ ერთად.
  შენ გინახავს ზამთარი, თოვლი და ყინვა? შენ დაგბრმავებია თვალები, როცა მზის სხივი თოვლს დაცემია  დაირგვლივ ყველაფერი აჭრელებულა? შენ დაგილევია წითელი ღვინო? შენ წაქცეულხარ ქუჩაში მთვრალი? შენ გირბენია წვიმაში და თავიდან ფეხებამდე დასველებულხარ? შენ ჩაწოლილხარ მწვანე ბალახში სადაც გვირილებია მიმოფანტული? შენ გყვარებია ვინმე ისე, რომ თავის მოკვლაზე გიფიქრია? რა თქმა უნდა არა, მე კი და ეს ყველაფერი მინახავს შემიგრძვნია.
  ახლა ვიგრძენი სიცივე, მთელს სხეულში დამიარა და გამაჟრჟოლა. მინდა გათენდეს და ცოტათი მაინც ვიგრძნოსითბო. არა, თავს უფრო დიდი ბედნიერების უფლებას მივცემ: ბარში მინდა ვიჯდე, დავლიო სანამ არ დაიკეტება, შემდეგ მოვწიო იაფფასიანი სიგერეტი, ჩამქრალ ლამპიონთან გავჩერდე და წვიმის შემდეგ დაველოდო ვინმეს და ისიც გამოჩნდეს. მასთან ვიცეკვებ მხურვალე ტანგოს, მანამდე ვიცეკვებ სანამ ჩემს ფეხსაცმელს ქუსლები არ დაუცვდება. შენ იცი ტანგოს ცეკვა? არა არ იცი მე კი ვიცი, ამიტომაც ვარ ბედნიერი..
                                                                                                                  ??.??.??

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები