ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პუშკინ.
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2010


მოგონილი .

ვფიქრობ აქ არ ვარ,ღამის სიჩუმით გადავიღალე.
ვიჯექი ფურცლების სხვენზე,ეს ლიმნის ჩაიც ვერ გამოვცალე
კალამს მოვთხოვე ფურცლით გადმოგცენ ,
რომ მე შენამდე გარდავიცვალე .
თქვენი კალამიც გავხდები,ოღონდ
ძვირფასო ხელიდან არ დაგივარდე
ზედმეტს არ ვითხოვ,არც სხვასთან გაცვლას
უბრალოდ მწერე გათენებამდე .
ოთახში კიდებდი ფურცელთა ფარდებს
ცხელ რეალობაში რეცხავდი აზრებს
ფიქრებში ათრევდი მოგონილ ფრაზებს
გამთენიისას კეცავდი  ფარდებს
და წერტილები თოჯინებს გავდნენ .
შენ შემოდგომას ქმნიდი,როდესაც
ხეებმა სიყვითლე ტანზე გაიძვრეს,
მაშინაც კრეფდი ჯამრთელ იდეებს,
მაგრამ კივილი ტკივილებს იწვევს .
იდგა საღამო გაყუჩებული სიცივით სავსე .
კალამს მელანი გამოეცალა
ვიწრო ქუჩები საფლავებს გაცდნენ
და თოჯინები გარდაცვლილს გავდნენ !
ამოვიწურე და აქ აღარ ვარ ,
გამოვიხვრიტე საფეთქელები
დაფიქრდი,სანამ ჩემთან წამოხვალთ
შენ და პატარა ფეხსაცმელები .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები