ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიტა
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2010


გზად მცხეთისაკენ

შენ
მწუხარე ხარ,
როგორც ციხე, ციხე არმაზის,
საუკუნთა მოქცევა რომ დაილეწა,
მკერდზე ტალღებად...
შენს სიახლოვეს
გული ისე სხვაგვარად მიცემს...
ისე ფრთხიალებს...
ისე წვალობს...
ისე ანცდება...

გადაისარკა
მცხეთის თავზე
ვარსკვლავთა გუნდი...
სინანულებად ჩამომისხდნენ
რწმენის ბატკნები...
ახლა შენს მოსვლას ძველებურად
უთქმელად ვუცდი,
რომ გზა-სავალზე გაგიფინო
ჩემი
ცრემლის
ბრილიანტები...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები