 | ავტორი: კოლხიდელი1987 ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 16 აპრილი, 2010 |
მღვდლებმა მითხარით , ან წარმართებმა , რა მემართება? რა მემართება? ტყუილი , ნეტავ , რას მემართლება, რა მემართება? რა მემართება? გული თავისით არ იმართება, რა მემართება? რა მემართება? სული დამისხამს, ტვინი დათვრება, რა მემართება? რა მემართება? რად გამიტაცეს ცრუ მიმართვებმა, რა მემართება? რა მემართება? უსახურობა სახეს მართმევდა, რა მემართება? რა მემართება? ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა, რა მემართება? რა მემართება? ბედი ბედავდა, სად არ მათრევდა, რა მემართება? რა მემართება?
,,რა მემართება? რა მემართება?'' - მაინც თავისით წარიმართება .
ნიკო გომელაური
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ეს აადამოანი ფიქრობდა და აზროვნებდა:( ეს აადამოანი ფიქრობდა და აზროვნებდა:(
8. რო გითხრათ რომ აღფრთოვანებული ვარ ამ ადამიანის ლექსებით ასე ნამდვილად არაა .......თუმცა ძალიან დიდ პატივს ვცემდი მას სიცოცხლეშიც და პატივისცემა მაქვს ეხლაც............
მწუხარებას გამოვთქვამ ძალიან საინტერესო პოეტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით..........
პატივისცემით დიადი "ბლაგვი" რო გითხრათ რომ აღფრთოვანებული ვარ ამ ადამიანის ლექსებით ასე ნამდვილად არაა .......თუმცა ძალიან დიდ პატივს ვცემდი მას სიცოცხლეშიც და პატივისცემა მაქვს ეხლაც............
მწუხარებას გამოვთქვამ ძალიან საინტერესო პოეტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით..........
პატივისცემით დიადი "ბლაგვი"
7. ....... :( :( :( ....... :( :( :(
5. ხსოვნა იყოს!!! ხსოვნა იყოს!!!
2. მართლაც რომ "ეჰ" ...
რა კაცი, რა კაცი !
მართლაც რომ "ეჰ" ...
რა კაცი, რა კაცი !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|