ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mexanic
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2010


არ სთქვა, ვცნობო...

შენი თვალით რა ახლოა ზეცა,
შენი სუნთქვით ავდარს შეცვლის დარი,
შენი სითბო მკერდზე გადამექცა
და მოვითქვი სული ზამთრით მკვდარი.
მაგრამ რად ხარ ძნელად საძებნელი,
ტკბილო დარდო ნექტრად დანაგუბო,
უშენობით მელოდება ბნელი,
მესაფლავე, საფლავი და კუბო.
გაზაფხულით მოეფერე ატმებს,
შენი სუნთქვით ავდარს შეცვლის დარი,
არ სთქვა, ვცნობო, თუ მიპოვონ სადმე,
შენს ქუჩაზე ბოთლით ხელში მკვდარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები