ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნკ13
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2010


ფსევდო პირი

ფიქრიც კი მზარავს იმისი,
რომ სული გაგიყიდიათ,
ეს თქვენი თანამდებობა,
ვაი, რომ მეტად ფლიდია.

ლტოლვა სიმაღლის დაპყრობის,
სენად არ უნდა გექციათ,
ღირსების შენარჩუნება,
ადათია და წესია

თქვენი ღირსების გაყიდვა.
ნამდვილად დასაზრახია,
სხვის მორჩილებას შეჩვევა,
ვაი, რომ დასანანია.

კაცს თავის ფიქრთან ჭიდილი,
უფრო ღლის ვიდრე სიმართლე,
მართალი კაცის ნავალზე,
ყოველთვის რჩება სინათლე.

ვაი, უბედურს ვინც სხვისი
განკარგულებით გამეფდა,
სუფთა გზის გავლა ნაღდად სჯობს.
სხვისი ხელების გალოკვას.

ფსევდო, პირფერსა ხელმწიფეს,
ყოვლად ჯობს კარის ლაქია,
თუ ის ნამდვილად ალალი,
პატიოსანი კაცია.

სკამის საჯდომის ფერებას,
ყოვლად სჯობს ჯირკზე მჯდომარი,
მისი დიდება ის არის,
პატიოსანი რომ არის.

მლიქვნელი თანამდებობას,
დიდხანს ვერ ირგებს ფაქტია,
საცოდავს პირფერ სიყალბეს,
ვერ დაუფარავს მანტია.

სჯობს ჩანჩქერს ძირში უსმინოთ,
ვიდრე უცქიროთ წვეროდან,
რადგან, მთის წვერში არ ისმის,
ჩანჩქერი როგორ მღეროდა.

მართალი კაცის  ცხოვრება,
უფრო ლაღი და მშვიდია,
თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყნად
სიმართლის წონა დიდია.

ვერას დამაკლებს პირფერი,
სკამზე მჯდომი და მისანი,
თუ მე ამ ქვეყნად სწორი გზით
სიარულს დროზე ვისწავლი.

ვერას დამაკლებს ბრიყვის თქმა,
მაცდურისა და სიყალბის,
სხვისი დაკრულის ცეკვაზე,
მუსიკას ვეღარ ისწავლი.

ვაჰ, უბედურნო,მაგ გულში,
სატ6ანა შემოგძრომიათ,
სულს ყიდით, სხვისი სიცოცხლე
ადვილი დასათმობია.

მე, კი ვეცდები ამ ქვეყნად,
გავკვალო ეკალ-ბარდები,
მსურს ჩემი ფეხით ვიარო,
ვიცი, არ წავბარბაცდები.

სულის სიმტკიცე დიდი მაქვს,
თუმც პატარა ვარ სიმაღლით,
ყველა კარს ცოდნით შევაღებს,
ჩემი კაცური სიმართლით.

გზა სიმართლისა მშვიდია,
თუმცა ბევრია სავალი,
ვერ შემაჩერებთ, ვერ დამღლით,
ვიდრე დამიწერს კალამი

და გეტყვით, უსუსურებო!.
თქვენი ცხოვრება ფლიდია,
რადგან უფლის გზის მაგივრად,
გზით სატანისა გივლიათ.

და ასე ჩემი ფიქრები,
გადმოვიტანე ქაღალდზე,
ჩემი გზა ისე წმინდაა,
ზუსტად მიმიყვანს ტაძრამდე.             


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები