ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ოთანაძე
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2010


მომავლის ლექსი

ქალაქი.
მტვერი.
თვალებს,
გვიცრემლიანებს ქარი.
მალე მოუწევთ ღრუბლებს ქარავანივით ჩავლა.
ქმარი მე ვარ და სახლის კარი გავაღო, ვჩქარობ ,
ცოლი შენ ხარ და შეხვალ სახლში.
ბალიშში ჩარგავ
თავს. დაღლილ სახეს აუყვება ლოყებზე თითი,
ხმაგაბზარული - ძველებურად ზანტად მეტყველი,
მე მოგიყვები ჩვენზე შეთხზულ ზღაპრებს და მითებს,
როგორც ცას ჯანღი, ყველაფერი ნათლად გვეტყობა
თვალებში,
ასე ვიქნებით და ვიქნებით სუფთა,
ერთი-მეორის წინაშე და წინაშე ღმერთის,
მე მეყვარები ყველა გასულ საათზე უფრო,
დრო ყველაფერს ცვლის, და ჩვენც ყველაფერივით შეგვცვლის,
ვიქნებით ჩუმი მოხუცები.
ქალაქი. მტვერი.
ხელჯოხი.
ყელთან შემისწორებ არეულ კაშნეს,
და არ იქნება ისე, რომ მე შენზე არ ვწერო,
ვიცი არც ისე, რომ თვალები ბოლოჯერ დაშრეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები