ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ.გ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
19 აპრილი, 2010


ესეც უცებ მოსული (არ გაფილტრო)

მზე წვეთავს ფანჯრის მინაზე და წვეთი გუბეში იკარგება..
ცაზე გვირილები ანათებენ და მთვარეები საომრად ირაზმებიან, გულისცემამ გააყრუა არე,მარე..სუნთქვამ დაწვა ჰაერი.. ჟანგბადი ბოთლებით მოიმარაგეს და ხვალისთვის ზოგავენ, სუყველას სუყველა უყვარს და მაინც სიძულივილს უმღერიან..
ფრთები გაშალეს ანგელოზებმა და ცის კამარას შემოუფრინეს,ვერც მზე იპოვეს და ვერც მთვარე.
გვირილებს კრეფენ ზე-ცის შვილები, გვირგვინებს წნავენ მზიანი გვირილებით..
მზე შრება გუბეში,ორთქლდება, ისევ ცას მიჰყავს თავისას,მთვარეებმა ხმლები დაყარეს..
ღმერთო! შენ დამიფარე, შენ დაიფარე ადამის მოდგმა, ცოდვილი ადამიანი..
ზარების ხმა მონასტრის სამრეკლოდან …….
გულო დაწყნარდი.......
გათენდა.......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები