ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიტა
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2010


მინიატურები



* * *

ქარია,
ამ დღეებს დარიანებს,
უღვთოდ არიალებს...
გააშრობს თაველებს ნამიანებს,
ბაგეხალიანებს...



* * *

როგორც
ძილისპირული,
ჭრიჭინების ჭრიჭინი
ჩამესმა და... სამყარო უცებ გადასხვაფერდა...
სიმშვიდის ზღვა ხილული,
მენახირე ბიჭივით,
ღამეს მოჰყვა ფეხდაფეხ
და ჩემს კართან გაჩერდა...


* * *

მარტივად ვერ ვთქვი,
გავართულე ცხოვრებაც, ლექსიც,
ამდენი ფიქრით, ამდენი სიტყვით,
ამდენი ეჭვით...
მარტივად ვერ ვთქვი,
მარტივად ვერ ვთქვი
სათქმელი ერთი _
ვწუხვარ და გეტრფი,
ვწუხვარ და გეტრფი..


* * *

აქ ისევ სევდაა მთავარი თავადი...
და მაინც ყველაფერს ვუყურებ მარტივად...
მწამდი და მაფრთხობდი, ვწუხდი და ვმალავდი...
სიკვდილი მიქციე სიცოცხლის ნაწილად... 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები