ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იკო ...
ჟანრი: პროზა
21 აპრილი, 2010


აღდგომა ჩემში

      დღის ასოციაცია მწვანე. მწვანე არის ფერი ბუნების, ფერი სიცოცხლის, ფერი სიმხნევის...
      ლამაზ სოფელში დგას ლამაზი ქოხი. ძველი და ადგილებში დამპალი, მაგრამ მაინც ლამაზი მუხა დგას ქოხთან ძალიან ახლოს,ისე ახლოს რომ ფესვებით ქოხის ქვეშაა შემძვრალი და ქოხი ოდნავ დახრილია. მუხის ფესვებში სიცოცხლის იმპულსი გადის და თითქოს მიწა უნდა იძრეს იმპულსის დროს. მუხა არაა მასიური. ხშირ–ხშირი ფოთლები ათბობენ ერთმანეთს და მუხის გასწვრივ ცა არ ჩანს.
      ქოხის წინ ორი ბიჭი ჯოხებით ხმალაობს.დარტყმის დრო როცა მოდის არ იმეტებენ ერთმანეთს.ასე რომ თამაშში მოგებული არავინაა. შავგვრემანი ბიჭი უფრო დიდი ჩანს–იქნება ასე რვა წლის. მეორე ოქროსფერ თმიანია . ძალიან საყვარელია, ყველაფერზე ტირდება და არ ჩერდება სანამ დედის ყურადღებას არ მიიქცევს.დედა ძალიან ლამაზია და ახალგაზრდა... ზეთით გაჟღენთილ ძველ გაცრეცილ კეცზე ყვითელმუცლიან ჭადებს ატრიალებს , ხელებს იბანს, თან ფანჯრიდან იყურება.ბავშვებს ეძახის.ბავშვებს არ ესმით... არ უნდათ გაიგონ. მეორე დაძახებაზე ჩერდებიან , მერე ჯოხებს თივის ზვინში ყრიან. მქუხარე და ამავდროულად გულის გამაწყალებელი ზეთის ხმა ისმის. დედა და შვილები ერთდროულად ისახავენ პირჯვარს.
      სიჩუმეა. დუმს ყველაფერი. გუგუნებს ზარი. მუხაში იმპულსი ხშირდება. დიდი წვეთი ამშვიდებს მუხას.....   
      გუგუნებს ზარი!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები