დიდი ცისფერი თვალები, მუქი წაბლისფერი თმა, ალივით წითელი ტუჩები, ჩამოქნილი თითები, ჩამოსხმული ტანი - ასეთი იყო ლეა. უყვარდა ცხოვრება, უყვარდა სარკესთან ტრიალი. ბევრის გული გაუტეხავს, მაგრამ უნებურად, იგი ხომ საოცრად კეთილი იყო. საზარელი დღე გათენდა........ ყველაფერი თითქოს შავად იმოსებაო, შავი ღრუბელიც კი მოადგა ცას. -ექიმი... ექიმი...
საავადმყოფოს სუნი, თეთრხალათიანი ექიმები, საკაცით საოპერაციოში შეიყვანეს. -ჩქარა გამაყუჩებელი.. -სახე..... - მხოლოდ ამის თქმა მოასწრო ლეამ, რომ უკვე ქუთუთოები ერთმანეთს შეეტყუპნენ. როცა გაახილა თვალი, უკვე პალატაში იყო, ხელი უმალ სახეს მოუსვა, მაგრამ მისი თეთრი კანის მაგივრად ისიც თეთრი, მაგრამ უხეში ნაჭერი ბინტი შეიგრძნო. ლეა ყველაფერს მიხვდა, მიმოიხედა, არც მეგობარი, არც მისი თაყვანისმცემლები, არც ის ბიჭი,რომელიც მას ასე ძალიან უყვარდა, მხოლოდ სანთელი ბჟუტავდა ოთახში და ისიც ჩაქრობას ლამობდა. ერთ კვირაში სახლში გაწერეს. მარტოსული, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული აუვლიდა და ჩაუვლიდა იმ ოთახს, სადაც ასე ძალიან უყვარდა შესვლა, სადაც დიდი სარკე იდგა. 21მაისი. დილა. იღება ნაცნობი კარი. შედის ლეა, სულმოუთქმენლად იგლეჯს სახიდან ბინტს და უყურებს სარკეში თავის დასახიჩრებულ სახეს. - ვერ მიცანი სარკევ, მე ვარ, ის გოგო ვარ შენ რომ არ გასვენებდა, სულ შენს წინ რომ ტრიალებდა, რა იყო შევიცვალე?, თუ ისე მოგეწონე იმიჯშეცვლილი, ყურებიდან ბაგეებამდე დაღიანი, რომ გაოცებას დუმილით გამოხატავ?!. ხმა ამოიღე, შენ მაინც მითხარი რამე. ლეას თვალებიდან ცრემლი სცვიოდა. ხელით მოიწმინდა ლეამ ცრემლი, ნელა ადგა ძველი ბამბუკისგან გაკეთებული სკამიდან, კიბის მოაჯირს დაეყრდნო და სარკეს მიუბრუნდა: -დამიმახსოვრე, ასეთი, კარგად დამიმახსოვრე, რადგან ძველი ლეა აღარ დაბრუნდება, შენ წინ ახალი, დაღიანი სილამაზეა.
26.02.2002წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. თამარ ბუკია - ნამდვილად არ ვიცი თქვენი რომანის შესახებ და ლეა ერთ-ერთი ფილმიდან მაქვს გადმოღებული, მთავარ გმირს ერქვა :) თუ ცუდად შევეხე მაინც მოგიხდით ბოდიშს :D თუმცა თარიღის მიხედვით უნდა მიმხვდარიყავით ,რომ არავისგან არაფერი არ გადამიღია! ;) თამარ ბუკია - ნამდვილად არ ვიცი თქვენი რომანის შესახებ და ლეა ერთ-ერთი ფილმიდან მაქვს გადმოღებული, მთავარ გმირს ერქვა :) თუ ცუდად შევეხე მაინც მოგიხდით ბოდიშს :D თუმცა თარიღის მიხედვით უნდა მიმხვდარიყავით ,რომ არავისგან არაფერი არ გადამიღია! ;)
9. ლეა?... თქვენ რა, ჩემი რომანის პერსონაჟებად ცხოვრობთ? თუ ახლა გადაარქვი სახელი? ნუ მაშინებთ! არ მინდა! ჰო, არ მინდა მისტიკური ელფერი მიეცეს ჩემს "მაგდას"!!! 5 ლეა?... თქვენ რა, ჩემი რომანის პერსონაჟებად ცხოვრობთ? თუ ახლა გადაარქვი სახელი? ნუ მაშინებთ! არ მინდა! ჰო, არ მინდა მისტიკური ელფერი მიეცეს ჩემს "მაგდას"!!! 5
7. სევდიანად გადმოცემული ცხოვრების მონაკვეთი...მომეწონა:)
5 სევდიანად გადმოცემული ცხოვრების მონაკვეთი...მომეწონა:)
5
6. იმედია არ შემშლია წერტილ-მძიმე მობილურით შემოვდივარ,როცა სამსახურიდან ვერ ვახერხებ და :)
ტოტია. - ყველა ადამიანმა თავისი დაღიანი სილამაზით უნდა იცოცხლოს... :)
კაკადუ - შენ წარმოიდგინე ეს ჩემს დაბადების დღეზე დავწერე და უზომოდ მიყვარს , რაღაცნაირად თბილი სევდით მაქ გულში
პატარა_პოეტი - შენსკენაც შემოვიხედე პატარაა........ლამაზი და თბილი ლექსები გაქ....თბილი სულის პატრონი ხარ გენაცვალოს დეიდა და არ დაკარგო ეგ სითბო :-* იმედია არ შემშლია წერტილ-მძიმე მობილურით შემოვდივარ,როცა სამსახურიდან ვერ ვახერხებ და :)
ტოტია. - ყველა ადამიანმა თავისი დაღიანი სილამაზით უნდა იცოცხლოს... :)
კაკადუ - შენ წარმოიდგინე ეს ჩემს დაბადების დღეზე დავწერე და უზომოდ მიყვარს , რაღაცნაირად თბილი სევდით მაქ გულში
პატარა_პოეტი - შენსკენაც შემოვიხედე პატარაა........ლამაზი და თბილი ლექსები გაქ....თბილი სულის პატრონი ხარ გენაცვალოს დეიდა და არ დაკარგო ეგ სითბო :-*
3. მოგეკლა ჯობდა საცოდაობააა........ 4 მოგეკლა ჯობდა საცოდაობააა........ 4
1. ცხოვრების ერთერთი მომენტი ემოციებთან ერთად ნორმალურადაა გადმოცემული ცხოვრების ერთერთი მომენტი ემოციებთან ერთად ნორმალურადაა გადმოცემული
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|