 | ავტორი: rono101 ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 23 აპრილი, 2010 |
უნივერსიტეტის ფანჯარასთან ვდგავარ მარტო და ვიყურები, უბრალოდ ვიყურები, არც კი ვიცი სად. ხმაურია... უწესრიგო ბგერათა ყოველი იერიში მძაბავს და ტანში ტკივილად მივლის, თავიდან ბოლომდე. ვგრძნობ რომ ჩემს წინ რაღაცამ ჩაიარა, მე კი მხოლოდ იმას ვამჩნევ, რომ გაურკვეველი ფორმის სიყვითლე ნელ-ნელა მიახლოვდება, იზრდება და მასთან ერთად მატულობს ხმაურიც... შემდეგ ეს სუყვითლე ასფალტს ეენარინჯისფერდება და საბოლოოდ უჩინარდება. თითქოს ხმაურიც მას გაჰყვაო და უცებ სიჩუმეში უკიდეგანო სიცარიელე ვიგრძენი, სიმარტოვე... ვცდილობ როგორმე გამოვფხიზლდე, მაგრამ რაც უფრო მეტად ვუახლოვდები რეალობას, მით უფრო მიჭირს მისთვის თვალის გასწორება და ყველაფერი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება. ახლა თითქოს შემეშინდა კიდეც. სიჩუმემ იმხელა ვაკუუმი შექმნა რომ ფეხებზე დახედვისაც მეშინია, მეშინია, რომ ფეხებს ქვეშაც სიცარიელე არ აღმოჩნდეს, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს კლდის პირას ვიდგე, არა, ქარაფთან, დიდი დაძინების ქარაფთან. დაბლა კი ისეთი ყრუ და ბნელი სიჩუმეა, როგორიც არასდროს... უეცრად ნაცნობი ბგერები მომესმა, - hallelujah... hallelujah... მივხვდი, რომ კარგახანია ვიგაც მირეკავს და მე მხოლოდ ახლაღა შევნიშნე. დაბნეულობისგან ისე ვუპასუხე, რომ არც კი დამიხედავს ვინ იყო. - გისმენთ... მან კი სიჩუმით მიპასუხა. მეც ვდუმდი, არაფერი მქონდა სათქმელი. მოგვიანებით ისმის ტირილის ხმა... - გაიგე? - კი. ვუპასუხე და კვლავ სიჩუმემ დაისადგურა. ხმოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ ზუმერის გაბულმა წივილმა გამომაფხიზლა და მივხვდი, რომ უსავსობა მტკიოდა. დაგვაკლდი ბაჩო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. თავს ღრმად მორწმუნედ არასდროს ვთვლიდი, თუმცა არც მაინცდამაინც ურწმუნო ვიყო... საერთოდ, ძალიან იშვიათად ვლოცულობ, თუმცა ბაჩოს სულის მოსაგონარს ყოველთვის ვამბობ, მიუხედავად ყველაფრისა...
არ მინდა არასწორად გამიგონ, მაგრამ, რატომ არა ბაჩოს, თუ კი გალაქტიონს?!.
თორნიკე, მადლობა "დაგროვებულის" დაწერისთვის. თავს ღრმად მორწმუნედ არასდროს ვთვლიდი, თუმცა არც მაინცდამაინც ურწმუნო ვიყო... საერთოდ, ძალიან იშვიათად ვლოცულობ, თუმცა ბაჩოს სულის მოსაგონარს ყოველთვის ვამბობ, მიუხედავად ყველაფრისა...
არ მინდა არასწორად გამიგონ, მაგრამ, რატომ არა ბაჩოს, თუ კი გალაქტიონს?!.
თორნიკე, მადლობა "დაგროვებულის" დაწერისთვის.
29. თორნიკეს ვეთანხმები 100000%-ით.
მე დავდივარ ტაძარში და სანთელს ვუნთებ ადამიანს, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე... ვისი სულიც იტანჯება, იმას ჭირდება დახმარება, თორე ანგელოზებისთვის ისედაც ყველა ლოცულობს მართლა...
თუ გატანჯულ სულებს არ დაეხმარება რაღა ეკლესიაა? და საერთოდ ძალიან განვიცდი რომ თვითმკვლელებს ლოცვებში არ იხსენიებენ, ჩემი აზრით, პირველ რიგში მათთვის უნდა ლოცულობდნენ და მერე სხვა დანარჩენებისთვის...
თუ გინდათ მეც მეძახეთ ახლა ურწმუნო... თორნიკეს ვეთანხმები 100000%-ით.
მე დავდივარ ტაძარში და სანთელს ვუნთებ ადამიანს, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე... ვისი სულიც იტანჯება, იმას ჭირდება დახმარება, თორე ანგელოზებისთვის ისედაც ყველა ლოცულობს მართლა...
თუ გატანჯულ სულებს არ დაეხმარება რაღა ეკლესიაა? და საერთოდ ძალიან განვიცდი რომ თვითმკვლელებს ლოცვებში არ იხსენიებენ, ჩემი აზრით, პირველ რიგში მათთვის უნდა ლოცულობდნენ და მერე სხვა დანარჩენებისთვის...
თუ გინდათ მეც მეძახეთ ახლა ურწმუნო...
28. DZNELIA RODESAC SXEULS VERA DA VER SHEVELI DA SULISTVISAC ROM AR GAQVS UFLEBA ILOCO...
დავით კამკამიძე. 2010-04-24 11:20:17
დავით, მეგობარო, ამ შემთხვევაში არ დაგეთანხმები, და არა მარტო შენ, არამედ ვინც ასე ფიქრობს.
აი, მაგალითად ორი წლის მანძილზე მე თვითმკვლელ პაოლო იაშვილს სანთელს ვუნთებდი და ვლოცულობდი მისი სულისთვის და მეუბნებოდნენ, რომ ნუ აკეთებ მაგას, დიდი ცოდვაა და ლამის ნიშნავს, რომ იმის ცოდვას იღებო, მაგრამ ჩემთვის ეგ სულერთი იყო. მე ვიცოდი, რომ გული მქონდა და ამ გულში მყავდა დიდი პოეტი, მაგარი ადამიანი და სითბო მომდიოდა. (სითბო ცოდვა არაა, თუნდაც თვითმკვლელისთვის ცოდვა) წელს, აღდგომის მარხვის ბოლო კვირაში , უწმინდესმა ილია მეორემ თქვა, რომ მან დაიყო ლოცვა პაოლო იაშვილის სულისთვის და ამიერიდან პაოლო მეორედ დაიბადაო, ანუ საეკლესიო ენაზე, ჯოჯოხეთიდან აღზევდა სამოთხეში, და ეს რომ მოხდა მერე ვიცი, რომ ვბევრმა დაიწყო წაკითხვა ლოცვების ამ პოეტის სულისთვის.
ასევეა ბაჩო აბრალავას ამბავი.
ამბობენ, რომ თავი არ უნდა მოიკლა, ცოდვააო, მაგრამ ჩემთვის მაგალითად ბევრი აქ მყოფის საქციელი უფრო ამაზრზენია, ვიდრე სუიციდი. ჩემთვის ის უფრო საცოდავია, ვინც პაოლო მიიყვანა თვითმკვლელობამდე, ვინც ბაჩო აბრალავას გადმოხტომის შემდეგ მხოლოდ ცნობისმოყვარეობისთვის იდგა იქ და თანატოლი ბიჭის გარდაცვლის კი არა ქათმის დაკვლის რეაქციაც არ ჰქონია, იმიტომ რომ სინათლე არ აქვთ. იმიტომ რომ ეგენი არ არიან ფარვანები, ღამურები არიან.
ასე, რომ ღმერთი ამბობს, რომ ნეტარია ის ვინც მოყვასისთვის სულსაც გაწირავს და ხორცსაც, ამიტომ სწორედ ეხლა უნდა ვილოცო, რომ რამით შევეწიო, თორემ ადამიანი თუ წმინდანია, იმისთვის ისედაც ყველა ლოცულობს და ბევრი ევედრება ათას რამეს.
უბრალოდ ამ თემაზე დაგროვილი მქონდა და მაგიტომ დავწერე, ეხლა თუ გინდათ თქვით, რომ მე ურწმუნო ვარ, მე საეკლესიო ნორმებს არ ვემორჩილები, ან მჩხიბავი ვარ, მე ეგ ნაკლებად მანაღვლებს.
უბრალოდ, ქრისტეს სიტყვები მახსენდება: თუ სამყარო შეგიძულებს, გახსოვდეს, რომ შენამდე მან მე შემიძულა.
DZNELIA RODESAC SXEULS VERA DA VER SHEVELI DA SULISTVISAC ROM AR GAQVS UFLEBA ILOCO...

27. კარგად წერთ, გულშიჩამწვდომად. კარგად წერთ, გულშიჩამწვდომად.
26. ყველას გმადლობთ... ყველას გმადლობთ...
25. ყველას გმადლობთ... ყველას გმადლობთ...
24. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!!! მეც ვიზიარებ თქვენს გულის ტკივილს!!!
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!!! მეც ვიზიარებ თქვენს გულის ტკივილს!!!
23. ბაჩო ნამდვილად დაგვაკლდა ყველას,ქალბატონა ინგა გოგუაძემაც მიუძღვნა პარნასში გამართული საღამო ბაჩოს ხსოვნას. გარდაცვალებამდე 5 დღით ადრე ლექსებს მიკითხავდა სკაიპში და ... ისე წავიდა რომ არაფერი მითხრა..... ბაჩო ნამდვილად დაგვაკლდა ყველას,ქალბატონა ინგა გოგუაძემაც მიუძღვნა პარნასში გამართული საღამო ბაჩოს ხსოვნას. გარდაცვალებამდე 5 დღით ადრე ლექსებს მიკითხავდა სკაიპში და ... ისე წავიდა რომ არაფერი მითხრა.....
22. ასეთი ტრაგიკული შემთხვევები არ უნდა ხდებოდეს ჩვენს რეალობაში წესით... :( ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბაჩოს სული.. ასეთი ტრაგიკული შემთხვევები არ უნდა ხდებოდეს ჩვენს რეალობაში წესით... :( ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბაჩოს სული..
21. მაგარი ტკივილია .... მაგარი .... მაგარი ტკივილია .... მაგარი ....
20. ამ ლექსმა საბოლოოდ მომიღო ბოლო. კი არ ვტრი, ვბღავი.
რატომ უნდა მომხდარიყო ასეთი საშინელება... რატომ, რატომ, რატომ? ამ ლექსმა საბოლოოდ მომიღო ბოლო. კი არ ვტრი, ვბღავი.
რატომ უნდა მომხდარიყო ასეთი საშინელება... რატომ, რატომ, რატომ?
19. კარგია, რომ დადე, თედო...
:( ამ გვერდზე შემოსვლა უფრო ემოციური გახდა... კარგია, რომ დადე, თედო...
:( ამ გვერდზე შემოსვლა უფრო ემოციური გახდა...
18. ეს ბაჩოს ლექსებიდან ერთ-ერთია... ეს ბაჩოს ლექსებიდან ერთ-ერთია...
17. მოდით, მიწოდეთ სამყაროში სიოცხლის მონა. მე ტყვედ ჩავბარდი უკვდავებას და მიხარია. გთხოვთ, მოიტანეთ ჩემს საფლავზე ვარდების კონა და მითხარით, რომ ყოველივე ეს სიზმარია.
მოდით, დალიეთ სიყვარულის, ვნების ფიალა, გადააქციეთ ჩემს საფლავზე თვით სისხლი უფლის. დალოცეთ ყველა, ვისაც წვავდა გრძნობის იარა, გადამაყარეთ ნამცეცები გრძნობათა სუფრის.
მე საფლავიდან ამოვხეთქე ამ სათუთ გრძნობად, დავიბადები ალბათ მარტში სანატრელ თავსხმად. ვერ მოისვენებს ჩემი გული უთქვენოდ ვერსად და დავბრუნდები სამყაროში წვეთების ასხმად. მოდით, მიწოდეთ სამყაროში სიოცხლის მონა. მე ტყვედ ჩავბარდი უკვდავებას და მიხარია. გთხოვთ, მოიტანეთ ჩემს საფლავზე ვარდების კონა და მითხარით, რომ ყოველივე ეს სიზმარია.
მოდით, დალიეთ სიყვარულის, ვნების ფიალა, გადააქციეთ ჩემს საფლავზე თვით სისხლი უფლის. დალოცეთ ყველა, ვისაც წვავდა გრძნობის იარა, გადამაყარეთ ნამცეცები გრძნობათა სუფრის.
მე საფლავიდან ამოვხეთქე ამ სათუთ გრძნობად, დავიბადები ალბათ მარტში სანატრელ თავსხმად. ვერ მოისვენებს ჩემი გული უთქვენოდ ვერსად და დავბრუნდები სამყაროში წვეთების ასხმად.
16. kargi adamiani xar shen tedo.. da vici rasac grdznob axla... gmertma acxonos misi suli... kargi adamiani xar shen tedo.. da vici rasac grdznob axla... gmertma acxonos misi suli...
14. მართალი ხარ დავით... მართალი ხარ დავით...
12. DZALIAN SAWYENI AMBAVIA!!!
AR UNDA EKNA, RAC AR UNDA PROBLEMEBIT SAVSE YOFILIYO. DZNELIA RODESAC SXEULS VERA DA VER SHEVELI DA SULISTVISAC ROM AR GAQVS UFLEBA ILOCO...
DZALIAN SAWYENI AMBAVIA!!!
AR UNDA EKNA, RAC AR UNDA PROBLEMEBIT SAVSE YOFILIYO. DZNELIA RODESAC SXEULS VERA DA VER SHEVELI DA SULISTVISAC ROM AR GAQVS UFLEBA ILOCO...
11. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული! ძალიან მძიმეა და მტკივნეული! ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული! ძალიან მძიმეა და მტკივნეული!
10. მართლა გამორჩეული ადამიანი იყო, სამწუხაროამ რო ასე დაასრულა...
უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს ეს უბედურება.
მართლა გამორჩეული ადამიანი იყო, სამწუხაროამ რო ასე დაასრულა...
უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს ეს უბედურება.
9. მერამდენედ შემოვედი აქ და კიდევ ვერ მოვძებნე სიტყვები. მერამდენედ შემოვედი აქ და კიდევ ვერ მოვძებნე სიტყვები.
8. მტკივნეულია... ღმერთმა ნათელში ამყოფოს... :( მტკივნეულია... ღმერთმა ნათელში ამყოფოს... :(
7. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული! ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!
6. ძალიან სამწუხაროა მართლაც,. ჩამწყდა გული... :( ... გაიხარე რომ ამ თემაზე დაწერე, ღმერთმა აცხონოს მისი სული!.. :( ძალიან სამწუხაროა მართლაც,. ჩამწყდა გული... :( ... გაიხარე რომ ამ თემაზე დაწერე, ღმერთმა აცხონოს მისი სული!.. :(
5. მოდი, გესაუბრო...
ალბათ არც იდარდე, ანდა რაღა დაგრჩა ამ ბოროტ მიწაზე, ცა არის საუფლო... მაგრამ დაგიძახებ, თუნდაც სულ ბოლოჯერ, მოდი, კიდევ ერთხელ მინდა გესაუბრო...
გახსოვს, მეგობარო, როცა ვთამაშობდით, ჯოხით ამოვჩიჩქნეთ მინდორში მიწა... თუმცა ცივი არის, მაინც ათბობს მკვდრებსო, (სითბო რაღად უნდა მიწისქვეშ ფიცარს?!)
მერე გავიხსენებ წუთებს ბავშვობიდან, ცრემლი შეიწოვა, მიწამ გამალებით... ახლა ისე მინდა, ბედს რომ დავემდურო, წარსულს გავეკიდო, და დრო ახლანდელი -
დავთმო, მივატოვო ცუდი სიზმარივით, გავუყვე მოკლე გზას რომ ადის საუფლოს, ისე მომენატრე, მაინც დაგიძახებ, მოდი, კიდევ ერთხელ, მინდა გესაუბრო...
აი, თედო, ეს ჩემი ლექსია,... ამ სიტუაციას უხდება :( მოდი, გესაუბრო...
ალბათ არც იდარდე, ანდა რაღა დაგრჩა ამ ბოროტ მიწაზე, ცა არის საუფლო... მაგრამ დაგიძახებ, თუნდაც სულ ბოლოჯერ, მოდი, კიდევ ერთხელ მინდა გესაუბრო...
გახსოვს, მეგობარო, როცა ვთამაშობდით, ჯოხით ამოვჩიჩქნეთ მინდორში მიწა... თუმცა ცივი არის, მაინც ათბობს მკვდრებსო, (სითბო რაღად უნდა მიწისქვეშ ფიცარს?!)
მერე გავიხსენებ წუთებს ბავშვობიდან, ცრემლი შეიწოვა, მიწამ გამალებით... ახლა ისე მინდა, ბედს რომ დავემდურო, წარსულს გავეკიდო, და დრო ახლანდელი -
დავთმო, მივატოვო ცუდი სიზმარივით, გავუყვე მოკლე გზას რომ ადის საუფლოს, ისე მომენატრე, მაინც დაგიძახებ, მოდი, კიდევ ერთხელ, მინდა გესაუბრო...
აი, თედო, ეს ჩემი ლექსია,... ამ სიტუაციას უხდება :(
4. საშინელება... არ იყო ეს არანაირი პრობლემიდან გამოსვალი. საშინელება... არ იყო ეს არანაირი პრობლემიდან გამოსვალი.
3. სამწუხარო ფაქტია... ღმერთმა აცხონოს ის ახალგაზრდა კაცი! სამწუხარო ფაქტია... ღმერთმა აცხონოს ის ახალგაზრდა კაცი!
2. ყველაზე საშინელი ის მომენტია, როცა გაჩერებაზე მეხუთე კორპუსის წინ გავდივარ ხოლმე, უკან ვტრიალდები და სახურავს ვუყურებ... :( ყველაზე საშინელი ის მომენტია, როცა გაჩერებაზე მეხუთე კორპუსის წინ გავდივარ ხოლმე, უკან ვტრიალდები და სახურავს ვუყურებ... :(
1. მეც მინდოდა რამე დამეწერა ბაჩოზე... :) კარგია რომ შენ დაწერე...
ეს დღეები როცა მარტო ვრჩები, სულ მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი არსებობის შესახებ მხოლოდ ბაჩოს დაღუპვის შესახებ გავიგე, თითქოს რაღაც ჩამწყდაო... შევდივარ ხოლმე, მის სურათს ვუყურებ, ვტირი და გამოვდივარ... :( იქნებ ასე არც მომხდარიყო ცოტა თბილად რომ მოქცეოდნენ, ან... რა ვიცი...
დღეს შემოქმედებით საღამოში უნდა მიეღო მონაწილეობა... :(
დიდი ტკივილია... მეც მინდოდა რამე დამეწერა ბაჩოზე... :) კარგია რომ შენ დაწერე...
ეს დღეები როცა მარტო ვრჩები, სულ მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი არსებობის შესახებ მხოლოდ ბაჩოს დაღუპვის შესახებ გავიგე, თითქოს რაღაც ჩამწყდაო... შევდივარ ხოლმე, მის სურათს ვუყურებ, ვტირი და გამოვდივარ... :( იქნებ ასე არც მომხდარიყო ცოტა თბილად რომ მოქცეოდნენ, ან... რა ვიცი...
დღეს შემოქმედებით საღამოში უნდა მიეღო მონაწილეობა... :(
დიდი ტკივილია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|