 | ავტორი: ყირამალა ჟანრი: პროზა 26 აპრილი, 2010 |
ზრზრზზზზზზზზრრრრრრრრრრრრ რზრრრრზრზზზზზზზზრრრრრრრრ -არა, არა და არა, ახლა რომ ავიღებ ყურმილს, მამაკაცურად, ერთი გემრიელად უნდა შევუკურთხო რომ შემეშვას. შემეშვაააააააას – წყობიდან საკმაოზე მეტად გამოსული და გაუწონასწორებელი, შიშველი ფეხებით ვხტები ლოგინიდან და ვწვდები გაწითლებულ ტელეფონს -ალლლლლლლლლო (აქ აგრესიული და მტკიცე ხმის ტემრით) -ალოოო, ისააააა, ზაური არ არის? -ქალბატონო გუშინ ვაჟა გინდოდათ, იმის წინ იურა, დამანებეთ თავი რააა, სხვაგან ხვდებით, არ გესმით? ალოოო, ალოოოო, ფუა, ფუუუუუ – და მაშინ როცა უკვე ვაცნობიერებ რომ ქალბატონმა ყურმილი შემატოვა მონოლოგთან ერთად- ტფუუუიიი- ცოტა არ იყოს და სინანულითაც ვაგდებ ტელეფონს. მერე ვცდილობ გატეხილი ძილი შევაწებო ფიქრებით და ბალიშს ვიფარებ თავზე. იქნებ შეწყვეტილი სიზმარიც გაგრძელდეს, არა, მაინც რა მესიზმრებოდა, ნეტა რა? ნეტა...
სიზმარი
დაგკარგე და მერე ისევ გიპოვე. არ მახსოვს რამდენი წელი გავიდა, იქნებ საუკუნეც, ან იქნებ სულაც სხვა ცხოვრებაში შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ მთავარია რომ გიპოვე... შეხვედრის ადგილი კარუსელი, სადაც უამრავი ბავშვი ტრიალებდა. ტუჩებდათხუპნულები, კიკინებით და ხელში ბუშტებით. ბავშვები რომლებზეც ერთად არასდროს გვიოცნებია, მარტო მე ხშირად... აქ ყველა ბავშვი ერთმანეთს გავდა, ყველა ერთად კი თათას...
თათა
თათა სკოლის ეზოს ხშირად სტუმრობს. მუდმივად მოთხუპნული ტუჩები და სახე არასდროს უღიმის, ძველი და დიდი კაბა აცვია, თითები შავი... არა, განა შავგვრემანია, პირიქით, თუ დააკვირდები საოცრად თეთრი კანი აქვს, მაგრამ ალბათ ჭუჭყიანი სამუშაო აქვს... თათა არავის ესაუბრება. ჩემს გარდა. ჩემთვისაც მხოლოდ რამდენიმე სიტყვას თუ გამოიმეტებს და მერე ისევ ჩუმდება. სიმართლე რომ ვთქვა, მისგან არც არაფრის თქმა არ მჭირდება, ისეთი მეტყველი თვალები აქვს, ყველაფრის ამოკითხვა შეგიძლია. ვიცი რომ თათას ძალიან უნდა ისეთივე ჯადოსნური წიგნი ჰქონდეს, ამ შენობაში რომ ყველას აქვს და თანაც ბევრი...ის ქალი მოსწონს, დილიდან შუადღემდე რომ რაღაცეებს უყვება ბავშვებს და ხშირად იღიმება... სასწაულია მაგრამ თათას არაფერი უკვირს, სულ არაფერი და როცა მე მიკვირს მას ეღიმება... კიდევ დათუნია მოეწონა თათას... აი ერთ-ერთ ბავშვს რომ აჩუქეს ამ შენობაში მეგობრებმა...
დათუნია
ჩემი ბავშვობის დროინდელი სათამაშო ალბათ 17 წელს მაინც დაითვლის. გახუნებულია და ხანდახან მეჩვენება რომ ასაკის ბრალია თვალები ისე სასაცილოდ დაუელმდა. მერე რა, მაინც ჩემი საყვარელი სათამაშოა და ბოლო-ბოლო სათვალეს ვუყიდი, დიდი ამბავი. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, მის გარეშე ვერაფრით ვიძინებდი, მით უფრო მაშინ როცა დედას ჩემს გვერდზე აღარ ეძინა. ერთხელ არვიცი რატომ დამიმალეს, ალბათ იმიტომ რომ უკვე დიდი გოგო ვიყავი და სკოლაში სათამაშოს ვერ ვატარებდი, პროტესტის ნიშნად ჩემი გრძელი თმა მოვიჭერი. სასაცილოა, მაგრამ მას მერე ძალიან დიდი ხანი, ჩემი დათუნია გვერდიდან აღარ მომიშორებია. მერე სოფელში დავტოვე და ბავშვობა ჩავაბარე...
სოფელი
სოფელი ყველაზე მეტად მაშინ მენატრება როცა ცუდად ვარ. აბა რა გითხრათ? დღეს უმრავლესობა ვინც ცუდად გრძნობს თავს ფსიქოლოგებთან გარბის. აი მეკიდევ, ვიღებ ერთ პატარა ჩანთას, შიგ მთელ ჩემს გარდერობს წიხლით ვტენი, მერე რის ვაი-ვაგლახით ვკრავ, ზურგზე ვიგდებ (გუდასავით) და უკანმოუხედავად გავრბივარ... საშინლად მიყვარს ჩემი ეზო და სახლი. ზაფხულში ტყეშია ჩამალული და ცოცხალი თვალით შეუმჩნეველია. ვხსნი ფანჯრებს, ვწვები გულაღმა ბებიაჩემის მოქსოვილ ხალიჩაზე, ვხუჭავ თვალებს და არაგვის ბუზღუნს ვუსმენ საღამომდე. საღამოს ჩემი ჯერია, მე უნდა მომისმინოს. ასეა რაც თავი მახსოვს... მახსოვს
მახსოვს ბებერი ტირიფები. ჩემი პირველი ლექსები მათ წავუკითხე. მერე ისიც მახსოვს, ორი წლის შემდეგ როგორ ჩამომხმარიყვნენ და გული დამწყდა. იმ ზაფხულს ერთი ბწკარედიც აღარ დამიწერია. ტირიფებიდან შენამდე მოვკალი ყველა ცარიელი სიტყვა. შენიდან აქამდე მოვკალი ოცნებები. ახლა კი იმედებით ვიკვებები. ბებიამ მითხრა: -დაიძინე, და ხვალ როცა გაიღვიძებ ახალი კვირტები გაიზრდებიანო...
ვიღვიძებ
ზრზრზრზრზრზრზრზზზზზზზრრრრრრრ რზრზრზრზრზრზრზრზრზრზზზზზზზზზ -ჰოუ -გეძინა? -ხო...-და ვცდილობ გამოვფხიზლდე, მგონი ვიზმორები კიდეც (უზრდელი ვარ) -ორ საათამდე როგორ შეგიძლია ძილი ვერ გამიგია -ოოო, ნუ მებუზღუნებიიიი -მიყვარხარ -ჰოო? -ჰო -მეც - ადექი, მზეა გარეთ ბას, მზეეე
გარეთ
-გამარჯობა თათა - . . . -არ მომესალმები? -გამარჯობა... ეს რა არის? -ეს მოხუცი სათამაშოა, გაიცანი, ბომბორა... თათას ეშმაკურად ეღიმება და თვალები უციმციმებს... ჰო მართლა, დღეს თათას ტუჩები სულაც არა მოთხუპნული და საოცრად სუფთა, ლამაზი თეთრი თითები აქვს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ბომბორჩIკა გამაცანი რა ყირამალააააააააააააა :P ბომბორჩIკა გამაცანი რა ყირამალააააააააააააა :P
13. მოგეფერეთ ყველას :-* და დავეკიდე ყირამალა :D მოგეფერეთ ყველას :-* და დავეკიდე ყირამალა :D
12. მომწონს როგორც წერ..ძალიან...555
სოფელი
სოფელი ყველაზე მეტად მაშინ მენატრება როცა ცუდად ვარ. აბა რა გითხრათ? დღეს უმრავლესობა ვინც ცუდად გრძნობს თავს ფსიქოლოგებთან გარბის. აი მეკიდევ, ვიღებ ერთ პატარა ჩანთას, შიგ მთელ ჩემს გარდერობს წიხლით ვტენი, მერე რის ვაი-ვაგლახით ვკრავ, ზურგზე ვიგდებ (გუდასავით) და უკანმოუხედავად გავრბივარ... საშინლად მიყვარს ჩემი ეზო და სახლი. ზაფხულში ტყეშია ჩამალული და ცოცხალი თვალით შეუმჩნეველია. ვხსნი ფანჯრებს, ვწვები გულაღმა ბებიაჩემის მოქსოვილ ხალიჩაზე, ვხუჭავ თვალებს და არაგვის ბუზღუნს ვუსმენ საღამომდე. საღამოს ჩემი ჯერია, მე უნდა მომისმინოს. ასეა რაც თავი მახსოვს...
მოდიდა ნუ ეტყვი ამასაც გენაცვალეს...:)))) სხვისი არ ვიცი და მე არ შემიძლია...:) გენაცვალეს კი არა, აქ რომ იყოს მაგრადაც ჩავიხუტებდი...ამ თავდაყირას...:-* მომწონს როგორც წერ..ძალიან...555
სოფელი
სოფელი ყველაზე მეტად მაშინ მენატრება როცა ცუდად ვარ. აბა რა გითხრათ? დღეს უმრავლესობა ვინც ცუდად გრძნობს თავს ფსიქოლოგებთან გარბის. აი მეკიდევ, ვიღებ ერთ პატარა ჩანთას, შიგ მთელ ჩემს გარდერობს წიხლით ვტენი, მერე რის ვაი-ვაგლახით ვკრავ, ზურგზე ვიგდებ (გუდასავით) და უკანმოუხედავად გავრბივარ... საშინლად მიყვარს ჩემი ეზო და სახლი. ზაფხულში ტყეშია ჩამალული და ცოცხალი თვალით შეუმჩნეველია. ვხსნი ფანჯრებს, ვწვები გულაღმა ბებიაჩემის მოქსოვილ ხალიჩაზე, ვხუჭავ თვალებს და არაგვის ბუზღუნს ვუსმენ საღამომდე. საღამოს ჩემი ჯერია, მე უნდა მომისმინოს. ასეა რაც თავი მახსოვს...
მოდიდა ნუ ეტყვი ამასაც გენაცვალეს...:)))) სხვისი არ ვიცი და მე არ შემიძლია...:) გენაცვალეს კი არა, აქ რომ იყოს მაგრადაც ჩავიხუტებდი...ამ თავდაყირას...:-*
11. პროტესტის ნიშნად ჩემი გრძელი თმა მოვიჭერი. გიჟო! 5 პროტესტის ნიშნად ჩემი გრძელი თმა მოვიჭერი. გიჟო! 5
10. იირ. შენსავით საყვარელი და სევდიანი ნაწერია... :) :-* იირ. შენსავით საყვარელი და სევდიანი ნაწერია... :) :-*
9. ყოველთვის მომწონდა ეს კიკინებიანი გოგო... და მისი პროტოტიპიც :) ყოველთვის მომწონდა ეს კიკინებიანი გოგო... და მისი პროტოტიპიც :)
8. მე დათუნია მომეწონა, მეცნო და იმიტომ, ალბათ :) როგორც ყოველთვის, თბილი ნაწერია :) მე დათუნია მომეწონა, მეცნო და იმიტომ, ალბათ :) როგორც ყოველთვის, თბილი ნაწერია :)
7. სოფელი ყველაზე მეტად მაშინ მენატრება როცა ცუდად ვარ. აბა რა გითხრათ? დღეს უმრავლესობა ვინც ცუდად გრძნობს თავს ფსიქოლოგებთან გარბის. აი მეკიდევ, ვიღებ ერთ პატარა ჩანთას, შიგ მთელ ჩემს გარდერობს წუხლით ვტენი, მერე რის ვაი-ვაგლახით ვკრავ, ზურგზე ვიგდებ (გუდასავით) და უკანმოუხედავად გავრბივარ...
ძალიან მომეწონა, იდეაც, აზრიც, გადმოცემის უნარიც და რა ვიცი...მომეწონა ყველაფერი სოფელი ყველაზე მეტად მაშინ მენატრება როცა ცუდად ვარ. აბა რა გითხრათ? დღეს უმრავლესობა ვინც ცუდად გრძნობს თავს ფსიქოლოგებთან გარბის. აი მეკიდევ, ვიღებ ერთ პატარა ჩანთას, შიგ მთელ ჩემს გარდერობს წუხლით ვტენი, მერე რის ვაი-ვაგლახით ვკრავ, ზურგზე ვიგდებ (გუდასავით) და უკანმოუხედავად გავრბივარ...
ძალიან მომეწონა, იდეაც, აზრიც, გადმოცემის უნარიც და რა ვიცი...მომეწონა ყველაფერი
6. სოფელი ყველაზე მეტად მაშინ მენატრება როცა ცუდად ვარ. აბა რა გითხრათ? დღეს უმრავლესობა ვინც ცუდად გრძნობს თავს ფსიქოლოგებთან გარბის. აი მეკიდევ, ვიღებ ერთ პატარა ჩანთას, შიგ მთელ ჩემს გარდერობს წუხლით ვტენი, მერე რის ვაი-ვაგლახით ვკრავ, ზურგზე ვიგდებ (გუდასავით) და უკანმოუხედავად გავრბივარ... საშინლად მიყვარს ჩემი ეზო და სახლი. ზაფხულში ტყეშია ჩამალული და ცოცხალი თვალით შეუმჩნეველია. ვხსნი ფანჯრებს, ვწვები გულაღმა ბებიაჩემის მოქსოვილ ხალიჩაზე, ვხუჭავ თვალებს და არაგვის ბუზღუნს ვუსმენ საღამომდე. საღამოს ჩემი ჯერია, მე უნდა მომისმინოს. ასეა რაც თავი მახსოვს...
რა საოცარია...ადამიანებს ერთნაირი განცდები აქვთ...უბრალოდ სხვადასხვანაირად გადმოგვცემენ...ზოგს გადმოცემის უნარიც არ აქვს... :( :-* 555 სოფელი ყველაზე მეტად მაშინ მენატრება როცა ცუდად ვარ. აბა რა გითხრათ? დღეს უმრავლესობა ვინც ცუდად გრძნობს თავს ფსიქოლოგებთან გარბის. აი მეკიდევ, ვიღებ ერთ პატარა ჩანთას, შიგ მთელ ჩემს გარდერობს წუხლით ვტენი, მერე რის ვაი-ვაგლახით ვკრავ, ზურგზე ვიგდებ (გუდასავით) და უკანმოუხედავად გავრბივარ... საშინლად მიყვარს ჩემი ეზო და სახლი. ზაფხულში ტყეშია ჩამალული და ცოცხალი თვალით შეუმჩნეველია. ვხსნი ფანჯრებს, ვწვები გულაღმა ბებიაჩემის მოქსოვილ ხალიჩაზე, ვხუჭავ თვალებს და არაგვის ბუზღუნს ვუსმენ საღამომდე. საღამოს ჩემი ჯერია, მე უნდა მომისმინოს. ასეა რაც თავი მახსოვს...
რა საოცარია...ადამიანებს ერთნაირი განცდები აქვთ...უბრალოდ სხვადასხვანაირად გადმოგვცემენ...ზოგს გადმოცემის უნარიც არ აქვს... :( :-* 555
5. ბევრჯელ მითქვავს რომ კარგი ყირამალა ხარ შენ ბევრჯელ მითქვავს რომ კარგი ყირამალა ხარ შენ
4. მესამე კოომენტარს დასტური და აქ 5 :) მესამე კოომენტარს დასტური და აქ 5 :)
3. ძალიან მომეწონა....საოცარი სითბოა აქ..... და დახვეწილია...და განცდებიც უცნაურად შინაურია...და მონატრებაც და .....მოკლედ ძალიან მომწონს აქ შენთან......:) სიტყვით ვერ გადმოგცემ, მაგრამ შენი თათასავით უსიტყვოდ თვალებით დაგელაპარაკები და გეტყვი, რომ საოცრად მომეწონა.....;) ძალიან მომეწონა....საოცარი სითბოა აქ..... და დახვეწილია...და განცდებიც უცნაურად შინაურია...და მონატრებაც და .....მოკლედ ძალიან მომწონს აქ შენთან......:) სიტყვით ვერ გადმოგცემ, მაგრამ შენი თათასავით უსიტყვოდ თვალებით დაგელაპარაკები და გეტყვი, რომ საოცრად მომეწონა.....;)
2. მზეა გარეთ :) მზეა გარეთ :)
1. ნამდვილად ვისიამოვნე რომ ვკიტხულობდი..გაიხარეეე.. ნამდვილად ვისიამოვნე რომ ვკიტხულობდი..გაიხარეეე..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|