ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mistery_100
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2008


აღარ დარეკო (ნანა ცინცაძე)

რადგან დარეკე ,მე მგონია,მაინც გტკიოდი,
რადგან დარეკე, მე მგონია,უხმოდ ტიროდი...
მე შენს ადგილას, ვერ ვგპასუხობ, რას დავანგრევდი,
მარტო ერთს გეტყვი,რომ ჩემს სახლში ვეღარ გავძლებდი.

ისე, უბრალოდ მოვიდოდი,მხოლოდ გნახავდი.
და შენს ტკივილებს შენთან ერთად გადავლახავდი.
შენ?-შენ იძინებ სხვასთან ერთად ,ალერსით მთვრალი,
თქვენს საწოლს ჩრდილი დაადგება-დამცხრალი მთვარის.

დარეკვით მარტო მე მომკალი,მე დამარბიე.
მაინც პირჯვარი გადაგსახე და გაპატიე.
გთხოვ,აღარასდროს გამიხსენო,აღარ დარეკო,
ახლა სხვა ხმაზე აამღერე შენი სამრეკლო,

ისე იცხოვრე,აქამომდის როგორც ცხოვრობდი-
ღვინით,ქალებით,გიტარით და შენი სოლოთი.
ვერ დამინახე... ჩვენ უბრალოდ შევხვდით ერთმანეთს.
შენ ერთობოდი,მე კი უღვთოდ,უღვთოდ ვეწამე.

ჰოდა, ამიტომ, აღარასდროს აღარ დარეკო,
ახლა სხვის კართან აამღერე შენი სამრეკლო.

                                                      ნანა ცინცაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები