ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქრისტიანნა
ჟანრი: პროზა
28 აპრილი, 2010


~ცხოვრების აზრი...?!~

“ამბობენ, ჩვენი ცხოვრება თეატრია, ჩვენ კი მასში მოთამაშე მსახიობები ვართ... არავინ დარჩება როლის გარეშე, მართალია ზოგს მთავარი, ზოგს კი მეორეხარისხოვანი როლი შეხვდება... როლი - ჩვენი ბედისწერაა და მას ვერ ჩავასწორებთ, როგორც არ უნდა გვინდოდეს! ბედისწერაზე უარის თქმაც არ შეგვიძლია, რადგან მაშინ ერთადერთი გზა –სიკვდილია...
თეატრი! ღმერთო, რამდენი აზრი მოდის თავში ამ სიტყვაზე!
სიამოვნება, სილამაზე, ყველა ამქვეყნიური პრობლემის დავიწყება, სინამდვილის ასახვა თავისი სიმშვენიერითა და ნაკლით... ამ ჩამონათვალს ბოლო არ უჩანს და არც არასდროს ექნება, რადგან თეატრი –ეს ყველაფერია!
ჩვენს როლებს ყოველდღიურად ვასრულებთ - ხან კომიკურ სახეებსა ვქმნით, ხან კი ტრაგიკულ... გვიხარია, გვძულს, გვწყინს, გვიყვარს, ვღელავთ, ვიტანჯებით, ვტირით, გვსიამოვნებს... ჩვენ თვითონაც კი ვერ ვხვდებით, თუ რა ნიჭით ვართ დაჯილდოვებულნი ღვთისაგან! ყველა გრძნობას გამოხატვა სჭირდება, ისე უბრალოდ კი არ ხდება ეს ყველაფერი!!
ჩვენ, ცხოვრებით მსახიობები, პროფესიით მსახიობებისაგან იმით განვსხვავდებით, რომ ისინი, იმისათვის რომ რომელიმე როლი ითამაშონ- დღედაღამ თავდაუზოგავად ვარჯიშობენ, რეპეტიციებს გადიან, ჩვენ კი, ჩვენს ცხოვრებისეულ როლებს რეპეტიციების გარეშე ყოველდღიურად ვასრულებთ.
ყველა ინდივიდუალურად, თავისი ხასიათიდან გამომდინარე ბრწყინვალედ თამაშიობს.
რა?! ვითომ ჩვენი ცხოვრება თამაში არ არის?!
თქვენ არ გეგონოთ “ადამიანის” თამაში მარტივი იყოს! ზუსტად ეს როლი არის ურთულესი როლებს შორის!
თეატრი და ადამიანი! ცალ-ცალკე მათი არსებობა წარმოუდგენელი მეჩვენება! ეს ორი განუყოფელი ნაწილია ამ დედამიწის!
თუ არა ადამიანი, არ იქნებოდა თეატრი! თუ არა თეატრი (ამ შემთხვევაში იგულისხმევა ცხოვრება, ჩვენი მოღვაწეობის ესტრადა) არ იქნებოდა ადამიანი!
მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი არსებობისათვის!
    არც ერთი სპექტაკლი არ შედგებოდა, თუ მსახიობებს შორის არ ყოფილიყო ურთიერთგაგება, მეგობრობა და პატივისცემა! რაც ყველაზე მთავარია- უნდა გაიგო პარტნიორის ნათქვამი  იმისათვის, რომ მას სწორი რეპლიკა მიაწოდო!
რა, ასე არ არის ცხოვრებაშიც?! როდესაც ორი ადამიანი უგებს და პატივს სცემს ერთმანეთს, მათ შორის ყალიბდება გრძნოდა, რომელსაც მეგობრობა ჰქვია! ჩვენი ცხოვრება სპექტაკლია, მოულოდნელობებით აღსავსე და საინტერესო!
    სიცოცხლე მეგობრის გარეშე წარმოუდგენელია! მეგობარი ის არის, ვისთანაც სადმე ჩამოჯდები, ხმას არ ამოიღებ და ბოლოს ისეთი გრძნობით წახვალ, რომ ეს შენს ცხოვრებაში ყველაზე გულახდილი და განსაკუთრებული საუბარი იყო! ნამდვილი მეგობარი უსიტყვოდ გაიგებს შენს გულისტკივილს და ზედმეტი სიტყვების გარეშე დაგეხმარება, რადგან შენი გულისტკივილი, მისი გულისტკივილიცაა!
ხანდახან ეს გრძნობა ქალსა და ვაჟს შორის უფრო ღრმავდება, ძლიერდება. ამას სიყვარული ეწოდება! სიყვარულის გარეშე ეს სამყარო უაზრო იქნებოდა!
მაგრამ რა არის საერთოს სიყვარული?
სიყვარული - ეს ყველაფერია! სულ ეს ვიცით მის შესახებ! მას ვერ ავხსნით, ვერ აღვწერთ...
როდესაც გიყვარდება, სამყარო მრავალფეროვანი, ლამაზი და ნათელი  ხდება, შენს ცხოვრებას აზრი ემატება და თავს ბედნიერ ადამიანად გრძნობ... გახარებს მისი ყოველი სიტყვა, თავისშემობრუნება, ღიმილი. იძინებ მასზე ფიქრით, ღამღამობით გესიზმრება, დილას კი, ისევ მასზე ფიქრებში ჩაძირულს გეღვიძება!
სიყვარული – ამ გრძნობაზე ლამაზი რამ არ მეგულება ამ დედამიწაზე!
ვიცი, ძალიან გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა! მინდა ჩემი ფიქრები გაგანდოთ, გრძნობები გაგიზიაროთ! მინდა, რომ ყველამ გაიგოს – მ ი ყ ვ ა რ ს !
ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა!
პირველი სიყვარული, პირველი სიყვარული- ამაზე ხომ ყველა გოგო ოცნებობს! მე პატიოსან, ლამაზ, სუფთა და უანგარო სიყვარულს ვგულისხმობ!
მიყვარს და ბედნიერი ვარ!
მაგრამ იმაზე უფრო დიდი ბედნიერება არ არსებობს, როდესაც შენს გულისწორსაც ისეთივე პატიოსანი გრძნობით უყვარხარ, როგორც შენ!“ 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები