ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქართული ფოლკლორი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
2 ივლისი, 2008


ინდივიდუალურისა და კოლექტიურის დაპირისპირება

ხალხური შემოქმედება მრავალგვარია-სიტყვიერი,გამოყენებითი(ფერწერა,ქანდაკება,მეთუნეობა.ქსოვა-ქარგვა), ქორეოგრაფიული,მუსიკალური.
ხალხური სიტყვიერება ხალხის დამწერლობამდელი შემოქმედების ნაყოფია,იმ დროიდან ზეპირეად იქმნება და ისე გადაეცემა თაობებს.
მე-19 საუკინის შუა წლებში ევროპელებმა ძველი პოეზიისა და რწმენა-ჩვეულებების აღსანიშნავად დაამკვიდრეს ტერმინი ფოლკლორი,რაც სიტყვასიტყვით ხალხური ცოდნას ნიშნავს.
ინდვიდუალურისა და კოლექტიურის დასაპირისპირებლად, ვფიქრობთ გამოგვადგება ვაჟა-ფშაველას,მისი ძმებისა და ახლო ნათესავების მაგალითი,
მე-19 საუკუნის ფშაველმა და ხევსურმა მთქმელებმა მემკვიდრეობით მიიღეს, შეისისლხორცეს,მერე კი თავადაც შექმნეს,შეასრულს და მომავალ თაობებს გადასცეს ნაწარმოებები,ასეთი მოწონებით რო სარგებლობს.მათ შორის მართლაც ბევრია აზრის გასხივოსნების ნიმუძი და ეს ყოველივე  ტრადიციების გათვალისწინებით ხდებოდა.ეს ხალხი რჩებოდა თავის ტრადიციულ ფოლკლორულ გარემოში, მხოლოდ ვაჟამ შეძლო ტრადიციულობის არტახების დაწყვეტა ,გამოფრენა თავისი კანიდან და შედევრების შექმნა. ეს ვერ მოახერხეს  იქვე გაზრდილმა პოეტის ძმებმა თედომ და ნიკომ. აქვე გავიხსენოთ ვაჟას დროის ცნობილი ფშაველი მელექსეები -მერცხალა,ჯაბანა და სხვები, რომელთა შესანიშნავ პოეზიას მგოსანი მაღალ შეფასევას აძლევდა,თუმცა მხოლოდ ხალხურის დონეზე.
ამდენად ფოლკლორი ტრადიციის ძალითაა ძლიერი.ინდივიდუალურ შემოქმედებასაც ტრადიცია ასაზრდოებს,ოღონდ ფოლკლორულისგან განსხვავებულია  მასთან დამოკიდებულების შინაარსი: მწერალი იზრდება ლიტერატურულ ტრადიციებზე,მაგრამ მას არა აქვს უფლება თავისი თხზულებების საფუძვლად აქციოს უკვე ცნობილი,ავვტორისეული ნაწარმოების იდეა,მასალა მხატვრული სახეები და ა,შ.
ჯერ კიდევ მითოლოგიური სკოლიდანმოდის შეხედულება  ხალხური შემოქმედების "უპიროვნობის შესახებ",ეს თვალსაზრისი გააკრიტიკეს , უარყვეს და მის მაგივრად შემოიტანეს "ანონიმურობა", ეს ნიშნავს,რომ ხალხურ შემოქმედებას ყავს ავტორი,რომელიც უცნობად რჩება.
ხალხური სიტყვიერება შემსრულებლის გარეშე არ არსებობს.ის პირი რომელიც პირველად იტყვის ლექსს, ტრადიციული ზეპირსიტყვიერების მასალის საფუძველზე თხზავს.ზეპირსიტყვიერი ტრადიცია ,კი როგორც ითქვა , ამ პირის(შემსრულებლის)გარეშეც არსებობს.როგორც კი ეს პირი არ გაითვალისწინებს ტრადიციულის ანუ გავა გარეთ,იგი ინდივიდუალურ პოედა გახდომის პრეტენზიას გამოაცხადებს.
ხალხური პოეტის გონებაში ჩასახული და ჩამოყალიბებული ნაწარმოებები  არასდროს რჩება პირვანდელ ფორმაში. თუ მასში გამოთქმული აზრი მსმენელის გულს მოხვდა, მისაღები გახდება საზოგადოებისთვისთს და იწყებს ზეპირად გავრცელებას. სხადასვა გემოვნების და პოეტური ნიჭის ადამიანთა ხელში ნაწარმოები იხვეწება და ივიწყებს პირვანდელ ავტორს,თუნდაც მანდ დააფიქსიროს თავისი პიროვნება ,როგორც ეს გვაქვს ხოლმე ხალხურ ლექსებში : "პეტრია საზანდარი ვარ,ლექსების გამომჩარხავი", ან "ე მაგის გამამლექსები ალვანში თუშის ქალია" და ა,შ.
ფოლკლორულად მაშინ შეიძლება ცაითვალოს ნაწარმოები,როცა გაუძლევს დროს და ზეპირად გადავა თაობიდან თაობაში.ფოლკლორულ ნაწარმოებს სტრუქტურის თავლსაზირისთ არ ჭირდება ავტორი, მას შეიძლება ყავდეს მთხრობელი.მეძღაპრე,მაგრამ ავტორი როგოვ მხატვრული სტრუქტურის ელემენტი, არ გააჩნია.
ავოტორობის საკითზხზე  შესანიშნავად აქვს აზრი ფორუმულირებული ვლ.პროპს.. იგი თვლის,რომ ფოლკლორი გენეტიკურად ენასთან უნდა განიხილებოდეს.  ენაც ხომ"არავისგან არ არის გამოგონილი და არც ავტოი ჰყავს და არც ავტორები". იგი წარმოიქმნება და სრულიად  კანონზომიერად  იცვლება ხალხის ნებისგან დამოუკიდებლად ყველგა იქ , სადაც კი მისთვის არის  შექმნილი ხალხის ისტორიული განვითარების საჭირო პირობები.

თ.ქურდოვანიძე "ქართული ფოკლორი".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები