ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mistery_100
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2008


***** (ნანა ცინცაძე)

მე გავაკეთე აღმოჩენა-----
ვარ ბედნიერი.
კვლავ შემწევს ძალა,ვიტირო და
მჯეროდეს ხვალის.
არავინ მითხრას--- ცრემლი შრება,
მუდმივად ვდარდობ...
ცრემლი არ შრება,ცრემლით ხდება
გადახდა ვალის.
ყველას  ცხოვრების რაღაც გვმართებს----
დიდი ან მცირე.
წასული წლები მეტად მკაცრი
განაჩენია.
ბევრჯერ დამცხრილეს,ფენიქსივით
მაინც აღვსდექი
და კვლავ სიცოცხლეს მივუძღვენი---
რაც დამრჩენია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები