ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ერე მორისონი
ჟანრი: პროზა
7 მაისი, 2010


გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი

თავი III
გაზაფხული
გუშინ პირველი ყვავილი გაისალა ჩვენს ბაღში, ქარმა მოიტანა იასამნის სურნელი. სოფელში, სადაც ბებია ცხოვრობს, ალბათ ჩამოფრინდა მერცხლები, შენი ქვეყნოდან, მაინც არ ვიცი რატომ გტოვებენ, იქნებ არ უყვარხარ?! ხო, ეტყობა არ უყვარხართ, თორე სითბოს გულისთვის არ წამოვიდოდნენ, რადგან თქვენთან სულ თბილა .
დღეს, იმ გოგონას შევხვდი ქუჩაში, ჩემს წერილებში, რომ არის ხოლმე თეთრი კაბა ეცვა, ხელში ყვავილების დიდი თაიგული ეჭირა, ერთმანეთს გავუცინეთ. ის მიაბიჯებდა და არ ეშინოდა გაზაფხულის სუნის, რომელსაც ქარი დააფრიალებს,ხოლმე იქით_აქეთ.
  გაზაფხული მიყვარს, ის შლის ყვავილებს აცოჩხლებს ყველაფერს. მეც გავიშალე, ქუჩაში ვსეირნობ ხოლმე, იმ ბარში დავდივარ, სადაც ერთმანეთი გავიცანით ოღონდ ბარმენს ტეკილა ბუს აგარ უკვეთავ.
  ღამღამობიტ კი ქუცაში ხეტიალი დამცემდა, იაფფასიანი კახპასავით გამოვეწყობი და ვვეტიალობ, იმ იმედით რომ ვინმე სემთხვევით მხარს გამკრავს,მომიბოდიშებს და ფინჯან ჩაიზე დამპატიჯებს, შემდეგ.... როგორც რომანტიულ ფილმებში ხდება ხოლმე....
  საინტერესოა მოგივიდა თუ არა ჩემი წერილები ან წაიკითხე კი? ისე ამას არავითარი მნისვნელობა არ აქვს....
ჩემს ცხოვრებას არ ვიცი რა ვუწოდო, განცდები ზოგჯერ ისე მერევა ერთმანეთში, რომ დასკვნების გაკეთება მიჭირს. ზოგჯერ ისიც არ ვიცი სად უნდა ვიცხოვრო, არის კი სადმე ჩემი ადგილი?
  გაზაფხული იმიტომ მიყვარს, რომ ... არ ვიცი რატომ მიყვარს ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერი ყვავის, თუმცა რა გაცვეთილი ფრაზაა: "გაზაფხული იმიტომ მიყვარს, რომ ყველაფერი ყვავის!" შენ გინახავს აყვავებული ხეები? არა, მე კი. არ ვიცი რატომ გეჯიბრები ალბათ იმიტომ, რომ უპირატესობა მქონდეს....
  ახლა წერას დავასრულებ, არც დაგემშვიდობები, სადმე ბაღში გავალ, ფეხსაცმელს გავიხდი და მწვანე ბალახში ვივლი, შადრევანთან გავჩერდები და დავაკვირდები, თუ, როგორ მიფირინავენ ცაში წყლის წვეთები, შემდეგ მიწას ეხეთქებიან და სკდებიან. ეს პროცესი სიყვერულს ჰგავს: ჯერ ცაში მიფრინავ, შემდეგ კი სადღაც სამფლობელოში.....




P.S: ამის შემდეგ ზაფხული მოდის და მოვრჩები ამ მოთხრობას და დავიწყებ ჩემი უახლესი მოტXრობის დადებას, რომელისაც ქვია "წერილები მარსზე".....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები