ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mistery_100
ჟანრი: პროზა
10 ივლისი, 2008


ნაყინი (ისევ შემთხვევით ნაპოვნი,გადასაგდებად გამზადებულ ქაღალდზე)

    - უბრალოდ თავი მაღლა ასწიე და იარე
    - ვერ დავინახავ ვერაფერს მერე
    - დაინახავ
    - ვერ დავინახავ და წავიქცევიიიი
  პატარა გოგონას ბაბუა გამართულ სიარულს ასწავლიდა ვაკის პარკში.

  არ მიყვარს ისეთ ადგილებში ყოფნა სადაც ბევრი ხალხია და მით უმეტეს შეყვარებულთა წყვილები. არ ვიცი რატომ მაგრამ მაღიზიანებს. უფრო იმიტომ ალბათ,რომ წარმოვიდგენ რომ ჩემი შეყვარებული აქ მომიყვანს და მწყინს,ვგიჟდები მაგის გაფიქრებაზე.დასვენება მინდოდა უბრალოდ და აქ შემოვიარე.მახსოვს ბავშვობაში რა სისუფთავე იყო.რაღაც უფრო ნათელიც მეჩვენებოდა,ეხლა კი ჩაბურდულია,ჩაბუქებული. არადა მზე აჭერს. როგორ ცხელა და მაინცდამაინც დღეს. ჰაერს ჩავყლაპავ მეთქი ვიფიქრე და ვიხრჩობი სიცხეში.

    - ბაბუუუუუ........
    - ნუ ტირი ბაბუ
    - მეტკინა ბაბუუუუუუუუუუუუ

  ამ ბავშვებსაც ტირილის გარდა არაფერი შეუძლიათ.ყველაფერზე ტირილი გაგონილა??? ერთი მუხლი დაიშავა და ასე ღრიალებს და მთელი ცხოვრების განმავლობაში რამდენი რამე გადახდება თავს და იმას როგორღა გაუძლებს????.... ფიზიკურად კი არა,გულით!გულით შეძლებს გაუძლოს??

      - კარგი რა ბაბუ ნუ ტირი რა..... აბა შეხედე რამხელა კაცი ვარ და რამდენი რამე მტკიებია,მარა ვტირი ბაბუუუ?
      - შენ გაგიარააააააააა

  ღმერთო,გაჩუმდეს რა ეს ბავშვი არ შეიძლება???...ცოტა ხნით გაჩუმდეს და რომ წავალ,თუ უნდა მთელს ვაჟას მისწვდომია ამის ღნავილის ხმა.რა სუსტია ადამიანი........რატომ არ ვასწავლით დაბადებიდანვე სიმტკიცეს?რატომ არ ვუქვავებთ გულს?რატომ არ ვეუბნებით: "არ გაიკარო წყენა,ტკენა,სევდა,სიყვარული,სითბო-გულს გატკენს!" რამდენი რამეა რაც გულს ეხება და თითო შეხებისას რა მწარედ ამჩნევს იარას.შეხორცდება,მაგრამ შრამი????

      - არაფერი ბაბუ
      - შრამი მექნებააააა
      - არა ბაბუ გაგივლის

    ბაბუ....რა თბილია ბაბუა,ბებია,დედა,მამა,მამიდა,დეიდა,ბიძა,მეზობელი ქალიც კი.რა თბილად გიღიმიან,როცა ბავშვი ხარ. გაიზრდები და მაშინ იწყებენ შენს დარიგებას. "არ გაიკარო გულთან-გეტკინება! არ იფიქრო-გეტკინება! ნუ მიაქცევ ყურადღებას-გეტკინება! გეტკინება! გეტკინება! გეტკინება!"

        - მეტკინაააააააა
        - ვსო ბაბუ. აი, კენჭი აღარ  გაქ ბაბუ, მორჩა

    კენჭი??????.... კენჭი კი არა ტყვიები მაქ გულში,ტყვიებიიიიი....... დახვრეტილი მაქვს გული...... სუნთქვა მიჭირს ადამიანნოოოო.....რა გააკეთეთ ეს რა გააკეთეთ????...მერე რა რომ ყველამ არა.....ისიც ადამიანი იყო.....ადამიანი ჰქვია!!!!!!! გული ჩამიკალით,დახვრიტეთ!!!!! გამოიყვანეთ კედელთან, დააყენეთ და არც კი აცადეთ ერთი ამოსუნთქვა მაინც,რომ გაძლიერებულიყო და ესროლეთ!!!...პატარა ტკივილის მერეც ცადა ამოესუნთქა,იქნებ გადავრჩეო და მეორედ შეუტიეთ!!!!!...ადამიანები გქვიათ თქვენ???????? როგორ გავხართ ერთმანეთს როგოორ??? ყველას ჰგონია არ არის ისეთი ცუდი,როგორც მეორე და მოვა დრო, საათი, წუთი, წამი,ისე გესვრის,ღიმილით შემოგხედავს სახეში და გეტყვის:"გეჩვენება,ეს მე არ ვარო!"....დიდი ხანია მეჩვენება,დიდი ხანია.....თქვენ მე მომკალით ადამიანნო.მე მოძრავი ლეში ვარ....ლეში....

      - ვაიმე რატო ტირი?

  მიღიმის წეღან მოტირალი გოგონა.

      -უბრალოდ....მეტკინა
      -შეეენც?...მეც მეტკინა და აი (მანახებს ცხვირსახოცშემოხვეულ მუხლს) ბაბუმ მიშველა...
      -შენ კარგი ბაბუ გყავს....
      -შენ არ გყავს?
      -ვინ?
      -ჩემი ბაბუსნაირი?
      -აღარა.... (რა მატირებს ვერც მე ვხვდები,ალბათ....მტკივა ისევ.რომელიღაც იარა გაიხსნა კვლავ)
      -არ იტირო რა....შენც გეყოლება ჩემი ბაბუსნაირი,შენც გიშველის,ნაყინსაც გიყიდის,აი,გინდა?(თავის ალოკილ ნაყინს მაწვდის და ეხლა ვაკვირდები,პირი და ლოყები სულ მოთხუპნული აქვს. მეღიმება.)
      -მადლობ...არ მინდა.ჭამე შენ და გაგივლის მუხლიც მალე
      - ბაბუმაც ეგ მითხრა (უხარია)....შენც შეჭამე და შენც გაგივლის ხო?
      - (როგორ არ მინდა მოვატყუო ბავშვი,მაგრამ ჯერ პატარაა) ხო
      - ბაბუ მოდი ჩემთან (ისმის რბილი და თბილი ხმა.გოგონა უცებ გაიქცა.) ნელა ბაბუ ნელა.
      - შენ? (უცებ ჩერდება და მიყურებს) ხო აღარ იტირებ? (რაღაც სევდიანდება)
      - (ვითომ ვადარდებ? ) აღარ. მიდი ბაბუსთან (თავისი მოთხუპნული პირით გამიღიმა და დამანახა,რომ წინა რამდენიმე კბილი ახალი მოცვლილი ჰქონდა და წამოზრდას ლამობდნენ,თავის ბაბუსთან გაიქცა.)

      - ერთი ცალი თუ შეიძლება
      - რომელი?
      - სულ ერთია
      - რას ბრძანებთ გოგონი,აქ ყველას სხვადასხვა გემოვნება აქვს.თქვენ რომელი გიყვართ აბა რა ვიცი?
      - თბილი
      - თბილი ნაყინი ვის გაუგია,ღმერთო ჩემო,შეგნებულად ვაციებ და ვყინავ ამ სიცხეში და თბილიო კაცო.... არ გამაგიჟოთ (ოფლი მოადგა ისედაც დაოფლილ სახეზე ქურთ კაცს.)
      - კარგი,შოკოლადის. (გამეღიმა,შემეცოდა თან.)
      - ა ბატონო, პრიატნავა აპიტიტა
      - გმადლობ (ზრდილობა მაინც არ მავიწყდება)

    რატომ ვიყიდე ნაყინი არ ვიცი......ალბათ, უბრალოდ მინდა რომ მეც "გამიაროს"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები