ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო120
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2010


შენ ჩემი არ ხარ


შენ ჩემი არ ხარ და არც იქნები,
რადგან შენ არ გაქვს ჩემზე ფიქრები,
დრო გავა,მეტყვი:იზრუნე თავზე,
მე სხვა მიყვარს და სულ ვფიქრობ მასზე.
ეს არ იქნება ჩემთვის ახალი,
ვიცი ოდესმე ამას გავიგებ ,
თითქოს მკარნახობს ღმერთი მაღალი,
რომ შენს სიყვარულს მე არ მაღირსებს,
ერთ დღეს მოგართმევს ვინმე ,,ბუკეტებს",
მოგეწონება თვალები მისი,
შენ დაინახავ მასში უკეთესს,
ვიცი,რომ არ ვარ მე შენი ღირსი.
წლები გავა და გული დაგწყდება,
ჩემი სიტყვები შენ წინ დაგხვდება,
მიხვდები მაშინ,თუ ვინ გყოლია,
რომ ჩემს დიდ გრძნობებს ძალა ჰქონია.
მე ეს არ მინდა ოდესმე მოხდეს,
რომ ჩემს დიდ გრძნობებს ცუდი რამ მოჰყვეს,
რა ვქნა რომ ბედმა ასე დამცინა,
და სიყვარულში ასე გამწირა.
არ დამანახა მასში სინათლე,
მე ვხედავ მასში მხოლოდ სიმდაბლეს. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები