ყველამ იცით ეს ქვეყანა,
რა იყო და რა დარჩა!
/ამბობენ რომ ივერია
არა ერთხელ გადარჩა!/
ბრმა იძახის –„ეს რა ვნახე!„
–ყრუ კი შეძრწა ხმაურმა,
ქუჩის ქალზე აღარ ვამბობ,
მოკლა –შაქრო ბრაუნმა!
მდიდრის საქმედ იქცა იჯდეს,
მათხოვრები დადიან,
ლუკმა პურის საშოვნელად -
თურმე რას არ ჩადიან!
აბა ვნახოთ რა გვაქვს ჯამში,
ან რას ველით მომავალში?
ან რა გვინდა რა მოგვბეზრდა,
მტერზე რა ვთქვა მუდამ გვზდევდა!
მუშას საქმე აღარააქვს,
იმედების გუდა დააქვს!
გლეხის შრომაც მზემ გადაწვა,
სხვაც ჯავრისგან ლოგინს ჩაწვა!
ბავშვებიც არ თამაშობენ,
სოტოვებით ამაყობენ,–
/თუ კითხულობს სახლში ნეტა,
–„როდის მოვა მისი დედა!„/
როდის აჭმევს მის თბილ საჭმელს,
რატომ იხდის ასეთ სასჯელს?
ვინ აუხსნის, ან კი რისთვის,
ყველა ცხოვრობს მხოლოდ მისთვის!
ვიღას ახსოვს სახლის სითბო,
შეიცვალა ყველა თითქოს!
ჭკუას გიჟს თუ ვეკითხებით –
მეტი არც ჩვენ ვეღირებით!
ყველამ ვიცით დღეს–დღეობით,
ჩვენი ნებით რამდენს ვითმენთ!
ეხლა კითხვაც დავასრულოთ
და ნელ–ნელა გამოვფხიზლდეთ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მოტხრობა იყო თუ ლექსი ჯერ ვერ ვარჩეწვ.. :) მოტხრობა იყო თუ ლექსი ჯერ ვერ ვარჩეწვ.. :)
5. კარგია, რომ გინდა ადამიანს სამშობლოზე წერა. წერე. მაგრამ თუ აქვეყნებ, უნდა იყოს ღირსეული :)
ხოდა, ეცადე რითმებს მიხედო, და მუხტი ქონდეს ლექსს მეტი. კარგია, რომ გინდა ადამიანს სამშობლოზე წერა. წერე. მაგრამ თუ აქვეყნებ, უნდა იყოს ღირსეული :)
ხოდა, ეცადე რითმებს მიხედო, და მუხტი ქონდეს ლექსს მეტი.
4. ვეთანხმები ირინკას.. მოდას აყოლილი ნაწერია.. შერულება ნოლი. ემოცია ნოლი.
ვეთანხმები ირინკას.. მოდას აყოლილი ნაწერია.. შერულება ნოლი. ემოცია ნოლი.
3. ნუ დასტური ირი...საერთოდაც სამშობლოს თემაზე იშვიათია ლექსი...და არა იმიტომ რომ ავტორს არ უყვარს რომელიმეს, ან ტყუილს წერს.... უბრალოდ დღემდე ვერ გავაცნოებიერეთ რა ხდება, რა არის, რა უნდა იყოს, და რა უნდა ვაკეთოთ, შესაამისად ლექსიც თუ იწერება, იწერება ასე...ხოდა წარმატებები და ვნახავ ამ ავტორს თუ აქვს აქ სხვა ლექსიც დადებული ნუ დასტური ირი...საერთოდაც სამშობლოს თემაზე იშვიათია ლექსი...და არა იმიტომ რომ ავტორს არ უყვარს რომელიმეს, ან ტყუილს წერს.... უბრალოდ დღემდე ვერ გავაცნოებიერეთ რა ხდება, რა არის, რა უნდა იყოს, და რა უნდა ვაკეთოთ, შესაამისად ლექსიც თუ იწერება, იწერება ასე...ხოდა წარმატებები და ვნახავ ამ ავტორს თუ აქვს აქ სხვა ლექსიც დადებული
2. საერთოდ ამ ბოლო დროს ხშირად ვამბობ ხოლმე რომ მომრავლდა პატრიოტულ-პროტესტული ლექსები, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეს ყველაფერი უაზრობამდე მიდის. მიყვარს აზრიანი და ლაკონური პროტესტები თუნდაც სამშობლოზე, მაგრამ ეს არც ლაკონურია და მაინცდამაინც სათქმელმაც (ან შეიძლება მისმა ფორმამამ) ვერ მომხიბლა. მოკლედ ნწ. არაა ეს კარგი ლექსი საერთოდ ამ ბოლო დროს ხშირად ვამბობ ხოლმე რომ მომრავლდა პატრიოტულ-პროტესტული ლექსები, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეს ყველაფერი უაზრობამდე მიდის. მიყვარს აზრიანი და ლაკონური პროტესტები თუნდაც სამშობლოზე, მაგრამ ეს არც ლაკონურია და მაინცდამაინც სათქმელმაც (ან შეიძლება მისმა ფორმამამ) ვერ მომხიბლა. მოკლედ ნწ. არაა ეს კარგი ლექსი
1. გიორგობას გილოცავ ჯიგარო! წმინდა გიორგი გფარავდეს! +2 გიორგობას გილოცავ ჯიგარო! წმინდა გიორგი გფარავდეს! +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|