ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2010


ის, რაც არის

სართული სართულზე - კორპუსი,
კორპუსი კორპუსთან - ეზო,
ეზოდან ეზომდე ქუჩაა,
ქუჩიდან ქუჩამდე მთელ დროს,
ლექსივით გაწელილს წამებით,
და მთვრალი ნაბიჯით მავალს,
ხვდებიან ურითმო ქალები,
და პროზა განაგებს ქალაქს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები