ასეა, ჩემო, დრო და კოჟრები დაღლიან ამ ხელს, წვიმა ღრუბელთან გაზაფხულს ამხელს, მექანიკური კვირტებით დამდგარს, ლითონის ფიფქები შეამკობს ზამთარს. ასეა, ჩემო, თუ დროის გენდო დინება, ისე აგანთებს, ივლისის მზე რომ ანთია პიკში... სიტკბო პირველი წიგნის წაკითხვის, ჩვენს შვილებს არ ეცოდინებათ. ფერადი პლაკატის ლოდინით, არ ჩადგებიან გაზეთის რიგში. არ შეხედავენ კუნაპეტ ღამეში, ციცინათელა როგორ მოფრინავს, ან როგორ ელტვის ფარვანა ლამპიონს. ვიცი, ჩემი შვილი, „აი იას“ რომ ამოპრინტავს, არც კი გაიფიქრებს კითხვაში ღამე ათიოს. თუ მანაც იგრძნო რითმების სითბო, ელექტრო ლექსებს დაწერს, უთუოდ. ვერც კი გაიგებს, რომ ნამდვილი სიტკბო ქაღალდის ნაგლეჯზე წაჯღაბნილ ლექსშია. ასეა, ჩემო, დრო და კოჟრები დაღლიან ამ ხელს, ჭაღარა ხშირ თმებს... და რითმებს ამხელს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. გულისტკივილია...:) გულისტკივილია...:)
3. ხოო იმან იცოდაა მასე მიმართვა, შორენას რომ ესაუბრებოდა :)
მომეწონა ლექსი, ღრმაა და ფაქიზია :) ხოო იმან იცოდაა მასე მიმართვა, შორენას რომ ესაუბრებოდა :)
მომეწონა ლექსი, ღრმაა და ფაქიზია :)
2. ანანეს ვერ დავეთანხმები. ყველაფერი გაცილებით ღრმადაა აქ. იმედია, ეს არ გველის.
ვერც კი გაიგებს, რომ ნამდვილი სიტკბო ქაღალდის ნაგლეჯზე წაჯღაბნილ ლექსშია.
სრული დასტური ჩემგან :) და კიდევ, არსაკიძე გამახსენდა მიმართვებში :) ანანეს ვერ დავეთანხმები. ყველაფერი გაცილებით ღრმადაა აქ. იმედია, ეს არ გველის.
ვერც კი გაიგებს, რომ ნამდვილი სიტკბო ქაღალდის ნაგლეჯზე წაჯღაბნილ ლექსშია.
სრული დასტური ჩემგან :) და კიდევ, არსაკიძე გამახსენდა მიმართვებში :)
1. დრო და კოჟრები დაღლიან ამ ხელს, ეს მომეწონა მხოლოდ დრო და კოჟრები დაღლიან ამ ხელს, ეს მომეწონა მხოლოდ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|