ვითამაშოთ ლოთაობა!არ გინდა? მე დავლევ და შენ გამიგე რაც მინდა, დაეწაფე ჩემს გალეშილ ბაგეებს და არ მითხრა,რომ სიმთვრალე არ მშვენის.
ამირიე კახურივით გონება, ღრმად მისუნთქე,შეიგრძენი სულეთი, კანი დამწვი,მომაშორე დროება, რომ სამყარო იყოს უკვე სულერთი.
ვინავარდოთ ამ ცისმარე ღამეში, დაგვინახონ ვარსკვლავებმა,ღმერთებმა. გადმოგვხედონ და გვიყურონ სარკმელში, ორი გული,თურმე როგორ ერთდება.
შემომხვიე მოლოთავეს ხელები, რომ ნეკნებმა ამიტეხონ ყვირილი. დამაბნიე ამ ცხოვრების ღელეში, გამაგონე მზის მამალის ყივილი.
დამეწაფე,შემსვი ბოლო წვეთამდე, რომ სიყვარულს უკვე ტუჩით ძერწავდე. დამეხატე,მთელს სხეულზე გულითაც, უფუნჯოდაც შეგძლებია რომლითაც.
დამავიწყე,ყველაფერი,რაც იყო, რომ ერთხელაც ჩვენი გზები გაიყო. დამავიწყე,ყველა სევდა,ტკივილი და მამყოფე ვით ცხოვრების ბილიკი.
რომ შეგეძლოს სიარული ყველგან და გაიკვალო გზები ყველა მხარეში, არ დატოვო ბილიკები უშენო, გახდე ელჩი ჩემი სულის მხარეში.
გათენდება,ვიცი,ყველა გაქრება: მთვარეც,ზეცაც,ის სარკმელიც უხეში. შენც გაქრები,კახურს თავს დაახურავ და დამტოვებ ვიღაც უცხოს უღელში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. კარგია ძალიან5 კარგია ძალიან5
25. ე.ი აგერ ბატონო დავწერე ვისიცაა :D მთავარია თავად ავტორმა არ გაიგოს რომ აქაა :D ჯობს არც ვუთხრა თორემ მაგის გაბრაზებას მეორედ ვერ ავიტან ნამდვილად ვიცი ე.ი აგერ ბატონო დავწერე ვისიცაა :D მთავარია თავად ავტორმა არ გაიგოს რომ აქაა :D ჯობს არც ვუთხრა თორემ მაგის გაბრაზებას მეორედ ვერ ავიტან ნამდვილად ვიცი
24. მატა ჰარი :D უბრალოდ :) ჩემი მაგდასია მატა ჰარი :D უბრალოდ :) ჩემი მაგდასია
23. ძალიან კარგია! რატომ არ წერ ვისია?! ძალიან კარგია! რატომ არ წერ ვისია?!
22. რიდი1 :"> როგორ მივიწერო სრულად შენი საქებარი სიტყვა ჩემს პიროვნების ტყავზე? :"> მე არ მეკუთვნის ეს ლექსი და ავტორს კი გაუხარდებოდა :D გმადლობ რიდი1 :"> როგორ მივიწერო სრულად შენი საქებარი სიტყვა ჩემს პიროვნების ტყავზე? :"> მე არ მეკუთვნის ეს ლექსი და ავტორს კი გაუხარდებოდა :D გმადლობ
21. ისეა გაპიპინებული ჭიქა ღვინოთი, რომ ასე მგონია ხელში ვერ აიღებს კაცი ,ანუ ეგრევე უნდა დაწაფო ჭიქის ბუნებრივ პოზიციას .... მართლაც მასიამოვნე შენ გაიხარე ...:))) ისეა გაპიპინებული ჭიქა ღვინოთი, რომ ასე მგონია ხელში ვერ აიღებს კაცი ,ანუ ეგრევე უნდა დაწაფო ჭიქის ბუნებრივ პოზიციას .... მართლაც მასიამოვნე შენ გაიხარე ...:)))
20. რიდი1 რახან შენ ესე შეაფასე ეს ლექსი :D გეფიცები გავამხელ რომ აქ გამოვაქვეყნე :D მადის აღმძვრელი კი არა :D ეს ლექსი ქაღალდის ნაგლეჯზე რომ წავიკითხე :D კახური მომიტანეთმეთქი ვიყვირე :D რიდი1 რახან შენ ესე შეაფასე ეს ლექსი :D გეფიცები გავამხელ რომ აქ გამოვაქვეყნე :D მადის აღმძვრელი კი არა :D ეს ლექსი ქაღალდის ნაგლეჯზე რომ წავიკითხე :D კახური მომიტანეთმეთქი ვიყვირე :D
19. მისტერი.. მადის აღმძვრელი კია..ხო იცი პიატ... მისტერი.. მადის აღმძვრელი კია..ხო იცი პიატ...
16. გამიხარდა :D გამიხარდა :D
15. გამეცინა...:)) გამეცინა...:))
14. :D ეგ ბევრია? :D შენ ჩემი დაქალის ნათქვამი "ვახ!!!!!!!" არ გაგიგია :D და თანაც რამდენუჯეეეეეეეეეეეეეეეეეერ :O :D ეგ ბევრია? :D შენ ჩემი დაქალის ნათქვამი "ვახ!!!!!!!" არ გაგიგია :D და თანაც რამდენუჯეეეეეეეეეეეეეეეეეერ :O
13. კი არ მცხელა,სიცხე მაქვს ვახ და მცივა ვიდრე მცხელა... ვახ! აუ რამდენი ვახ-ი ვთქვი... :)) კი არ მცხელა,სიცხე მაქვს ვახ და მცივა ვიდრე მცხელა... ვახ! აუ რამდენი ვახ-ი ვთქვი... :))
12. ჯალალი დავიჯერო ეხლა გცხელა? :D
ჯალალი დავიჯერო ეხლა გცხელა? :D
11. გენაცალე :-* გენაცალე :-*
10. რაღაც მუხამბაზური, თუ მე მეჩვენება პაწა სიცხის კვალობაზე ?! :) რაღაც მუხამბაზური, თუ მე მეჩვენება პაწა სიცხის კვალობაზე ?! :)
9. სუზზი :">
rebeka :) ხო მეც მომწონს და რავი :D სუზზი :">
rebeka :) ხო მეც მომწონს და რავი :D
8. :-* :-* :-* :-* :-* :-*
6. ირინკა :) შენ ღიმილიიიიიიიიიიიიიიიიიიი :):):):):) ირინკა :) შენ ღიმილიიიიიიიიიიიიიიიიიიი :):):):):)
5. "ხოხ მაგარია" ანემონე :D ეს ხოხ რა იყო :D გმადლობ გენაცვალე გმადლობ :D "ხოხ მაგარია" ანემონე :D ეს ხოხ რა იყო :D გმადლობ გენაცვალე გმადლობ :D
4. იოჰან ხევსური - ჩემი მეგობარია ბატონო იოჰან :D იოჰან ხევსური - ჩემი მეგობარია ბატონო იოჰან :D
3. დამეწაფე,შემსვი ბოლო წვეთამდე, რომ სიყვარულს უკვე ტუჩით ძერწავდე
ხოხ მაგარია:)
5 დამეწაფე,შემსვი ბოლო წვეთამდე, რომ სიყვარულს უკვე ტუჩით ძერწავდე
ხოხ მაგარია:)
5
2. ავტორი ვინაა? ;;)
5 ავტორი ვინაა? ;;)
5
1. დამეწაფე,შემსვი ბოლო წვეთამდე, რომ სიყვარულს უკვე ტუჩით ძერწავდე
კარგია :) დამეწაფე,შემსვი ბოლო წვეთამდე, რომ სიყვარულს უკვე ტუჩით ძერწავდე
კარგია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|