ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამო_ხევსური
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2008


ისევ ჩემი ხევსურეთი

მწვანე უხდების ბუნებს, ძირს ბალახი, ხეს ფოთოლი.
ზეცას სილურჯე, ოქროსფრად გვითბობს გულებს მზე ობოლი,
მაცდურ გვიზიდავ კლდე-ღრენი, მიჭირს მოწყვეტა თვალისა,
ჰაერი გვეალერსება როგორც მკლავები ქალისა,
ამო, ცხელია მზის კოცნა, დამტოვებელი ხალისა,
მზერით დატკბობა ფირუზის, ზურმუხტისა დალალისა.
ნაამბობ ჩანჩქერთ სანდოა, როგორც სიმართლე მთვრალისა,
ტკბილია დამვიწყებელი ბედისა ის მტარვალისა.
სიმშვიდეს მოგგვრის, ძილს გახვევს ლაღად იმედით ხვალისა,
გპირდების ჩქარით მოძებნას შენი სწორის და ცალისა,
სურვილს ჩაგინერგს სიკეთის, ყველას შენდობის ვალისა,
მას შეუძლია გალღობა გულის ცივის და სალისა,
ხევსურნო ჩვენი სამშობლო აღმვსები ღვთისგან ძალისა,
საამაყოა მშვენებით მთელი ქართველი ხალხისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები