ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფუსუსუნა
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2010


ისეთი არაფერი...

თერთმეტი თვეა, ველოდები იასამნობას,
თერთმეტი თვეა, ველოდები, რომ იმაისებს,
თვალებადქცეულ მოლოდინით ვიძინებ ღამით,
დილასთან ერთად ვუთენდები ზეცას, ალისფერს...

შხაპუნა წვიმით შემოვიდა მაისი ჩემთან,
რაფასთან ჩუმად აკაკუნა, მითია ღამე,
ოცდამესამედ ჩავეკარი უნდა ღრუბლებში,
ოცდამესამედ გადაესვა წვეთები თავზე,

უჩემოდ გაზრდაც არ გინდაო – ჩაიღიმილა,
მე მოგიწყობო დღესასწაულს – ჩამიკრა თვალი,
ცა გადარეცხა, ლაჟვარდისფრად გადაანათა,
გაიშალეო იმისათვის – აკოცა ყვავილს...

ჯერ ის არ ვიცი, როგორ უნდა, წვიმისფერი თუ
მზის სხივის ფერი ჩამოკიდოს ფარდები ცაზე...
სული მელევა გათენებას როდის დაიწყებს,
პირველად როდის მოვიჭუტავ ღიმილით თვალებს...

ისე უჩუმრად მომეპარა მაისის ღამე,
მოლოდინისგან ვერ ვახერხებ გადაღლას ჯერაც,
დღესასწაულობს წელიწადი ვარდობის დღეებს
და მეც მილოცავს ოცდასამჯერ გამაისებას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები