ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუკა
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2010


პოეტის დანატოვარი

მტრებმა გამართეს აღლუმი,
კვდებაო ადამიანი,
რა გიხარიათ ლენჩებო,
რით მომაყენეთ ზიანი?
ხორცეულს ძვრა რომ მიქენით?
მიწად ვმარხივარ მთლიანი,
მაგრამ შევძელი ბოლო წამს,
ფიქრი მეწერა ხმიანი,
არ დაგიდგებათ ღორებო,
ხვალინდელი დღე მზიანი!

მტერი შეშინდა, დაუწყო,
ჩემს დანატოვარს ტრიალი,
რაც კი გამაჩნდა საერთოდ,
სულ გადაბუგეს მთლიანი.
პატარა თაროს კუთხეში,
ნახეს ქაღალდი მტვრიანი,
ამოიკითხეს სიტყვები:
რით მომაყენეთ ზიანი?
გაცოფდა მტერი,
დორბლებს ყრის,
ფიქრიც მოესმა ხმიანი,
მოდი და დავწვავ ამასაც,
იქნებ არ იყოს გვიანი,
და ცეცხლის ალში შეაგდო,
ნაგლეჯი თვალის ბრიალით.

თითქოს დამშვიდდა, დაწყნარდა,
და გამარჯვებას ზეიმობს,
მაგრამ თავიდან ვერ იგდებს,
რომ მე ზეცადა ვსეირნობ.
დარდის გაფანტვა მოუნდა,
და შვება პოვა სასმელში,
მაგრამ რაც უფრო მეტსა სვამს,
წუთები გარბის წამებში.
ღრმად ნამთვრალევი ბოროტი,
ჩამოჯდა ფანჯრის კუთხეში...
რით მივაყენე ზიანი?!
და გადაეშვა მორევში.

მომკლეს და თავიც მოიკლეს,
მათ რისი დარჩათ სახელი?
ისე გაქრნენ და აორთქლდნენ,
რომ მათ საფლავებს ამ ქვეყნად
აღარა დარჩა მნახველი.
წლები გავა და ჩემ ქვასაც
მოაკლდება სანთელი,
ჩემი ლექსი გახდება
მუდამ ჩემი მნახველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები