ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი_ჯაფარიძე
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2010


  ჩამოტვირთვა

20.02.08

დაუვიწყარი თარიღი,რომ ვთქვა
ოცი,ნოლ-ორი,ნოლ-რვა
ცხოვრება მომეცი მეორედ,ჩემთვის
უფლება მომეცა შეხების შენთვის,
თოვლის ფიფქები ცვიოდა ბევრი,
თეფშზე დამედო ხატი შენი.
იყო მორცხვი შეხებები ნელი,
სიხარული,წყენა,ჩხუბი,შერიგება,
ბოლოს კი გატკინე დაგწყვიტე გული,
მერწმუნე ამით დამისახიჩრდა სული,
ვიცი რომ შენთვის ჩემი ფასია ნული,
ჩემზე ძვირია ფეხბურთის ბურთი.
სიტყვა არ მეთქმის,ვარ ჩუმად მე,
ორი წელი გავიდა მდუღარე,
გავიდა მდუღარე...
დოს რე უკან ხევს,
უკან ხევს...
არ ეშველება ტირიფებს,
ტირის ხე...
მე მაინც გელი,
სანამ არ ვხმები,
სანამ არ დაჭკნება იასამნები,
თუმცა მანძილია ჩვენთვის ორი ზღვა,
მოწყენილი უმზეო ცა.
ოღონდ მაპატიე შეცდომა მარი
და გამიღე გულის კარი...
ზღვას დავუხატავ გრძელ გზას,
მზეს მივუხატავ ლურჯ ცას.
დაუვიწყარი თარიღი,რომ ვთქვა
მატარებელმა დაიწყოს მიმოსვლა
ორი სიტყვა შენც უნდა თქვა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები