ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი_ჯაფარიძე
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2010


საქართველო დაიჭირეს მგლებმა

გავიდა ათასი წელი...
დიდ...უზარმაზარ ქვეყნებს შორის,
საქართველო დაფარულა ბოლით
ხმას არ იღებს ბედკრული და შავი,
ლოცვით ცდილობს ააშენოს ბაღი...
შურით სკდება სომეხი და სლავი,
გადაწყვიტეს ნგრევა გურჯისტანის,
დაიჭირეს საქართველო ლაღი
მიუშვირეს იარაღი ბასრი.
განიზრახეს დაეჩეხათ ნაზი და მიწაში ჩაემარხათ გვამი.
საქართველოს მოაწიწკნეს სა...
დარჩენილი გამოვიდა ქართველო.
მუქად გადაიქცა მთა-მდელო,
შიშით შეიმოსნენ მტრები
მკვდრეთით აღსდგნენ ქართლ წინაპრები,
არაერთი გაიყოლეს მკვლელი.
ამან უფრო განარისხა მგლები
საქართველოს მოემატა მღრღნელი.
ქართველოს მოაგლიჯეს ქა...
დარჩენილი გამოვიდა რთველო,
ამის გამო გაიხარა მდელომ,
დაიწურა უამრავი ღვინო
და დაათრო მოღალატე მიხოც.
გული ეწვით შურ-შეპყრობილ ვირებს,
დახმარებას სთხოვენ ასო-მჭამელ ვირთხებს,
რთველოს მოაჭამეს რ და თ...
დარჩენილი გამოვიდა ველო.
რომ დაიწყეს განათება ველებმა
და ინატრეს სოროები გველებმა,
შვება იგრძნეს მდინარემ და კლდეებმა,
მაგრამ არ თმობს თავის ლუკმას ტირანი,
ვერ აიტანს ნავარდობას მერანის,
ველოს მოაწვეს ველ...
გამოვიდა მხოლოდ ო.
ო,რომელიც აშინებდა დამპყრობლებს,
ო,რომელიც ამხნევებდა მებრძოლებს,
შეძახილი დავითისა და თამარის,
გამაერთიანებელი მთა-ბარის.
ო დამთავრდა,დაიწყო,დამთავრდა ოთი...
თქვენს წინაშეა საქართველო მდგომი,
ასე მოვედით დღე-დღემდე,ომით
აღარ ვართ დაფარული ბოლით.
გავიდა ათასი წელი...







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები