ასჯერ რომ გამაგდო,ასჯერვე მოვალ კარი რომ დახურო,ფანჯრიდან მოვალ, მაგრამ თუ გადამაგდე გულიდან ოდნავ, ცხოვრების წამიგია ბრძოლა. დამემსხვრევა ოცნებები აგებული, გული ბერდება ზღვა სინანულით ამდენი ტვინის ბურღვა მეზიზღება, რა ვქნა?ყოველ ღამეს შენი მუცელი მესიზმრება, კისრის კანების შეხება მენატრება, მოგონებებით ხომ ძალა მემატება, ხანდახან მეფერები,ესეც მელანდება. მარტო შენ არა,მიმატოვა ღამემაც, შერიგებაზე უარი მითხრა მთვარემაც. ვითომ წავიდა ჩემი ცხოვრების გემი? საბოლოოდ გაიყარა ჩემი-შენი გზები? მაშინ რაღა არის ცხოვრება ჩემი? მარტოდ გატარებული მარტი, სიკვდილამდე უსასრულო დარდი, ფანჯრის რაფაზე გდია გამხმარი ვარდი... ერთადერთო მარი...ერთადერთო მარი... რომ შევუდგე შენს დავიწყებას,აღარ გითხრა დარჩი. ერთადერთო მარი...ერთადერთო მარი... დავიწყებაში უფრო მეტად შემიყვარდი. ერთადერთო მარი...ერთადერთო მარი... შენ ერთს გეკუთვნის ჩემი მძიმე გული. ერთადერთო მარი...ერთადერთო მარი... შენ ერთს მიეკერა ჩემი ობოლი სული. ეს ლექსიც შენ მოგიძღვენი, მეასედ მეტყვი მადლობას, მეასედ გეტყვი არაფრის. ჩემი იმედი ჩაწყნარდება,როგორც ზამთარს არაგვი. ასმეერთედ გამაგდებ,ასმეერთედ მოვალ, ფანჯარა არ დამიხურო,ბუხრით ვერ ჩამოვალ.
თავიდან ანრი ჯოხაძის სიმღერა გამახსენა. მერე საკმაოდ სუსტი რითმებია. არასწორად გამართული ფრაზები და დაულაგებელი სტროფები. აუ. :( სევდიანი კია და ასე შემდეგ, მაგრამ ტექნიკურად ბევრი რამ აკლია. ძალიან.
თავიდან ანრი ჯოხაძის სიმღერა გამახსენა. მერე საკმაოდ სუსტი რითმებია. არასწორად გამართული ფრაზები და დაულაგებელი სტროფები. აუ. :( სევდიანი კია და ასე შემდეგ, მაგრამ ტექნიკურად ბევრი რამ აკლია. ძალიან.