ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოსტ-ჰობია
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2008


დრონი VS მეფენი(ნაწილი 3)

...დრონი მეფობენ და არა მეფენი(?)!


ჰგავდე სხვას


პოლიტიკურად მშვიდი, სექსუალურად მხნე, ვუმღერი ყველა გოიმს, ეი მომისმინე მე...
არც სიყვარული მართობს, არც სიძულვილი მკლავს, ხედავ თეთრად ათოვს, ჩემ გადახოტრილ თავს,
მე ვეღარ მხედავს სარკე, მე ვერ ვუყურებ სისხლს, მე არ ვაგროვებ მარკებს და აღარ მჯერა სხვის,
მოუთოკავი გრძნობის და სიგარეტის მწამს, ფურცელი ვარ ცნობის , აღარ ვკარგავ წამს,
მე რეაქცვიას ვიწვევ და რეაქცია მშობს, მე ახალ ტალღას ვიწვევ რომ გაგიტანო შორს,
ნუ გადაირბენ ქუჩას მე დაგანახებ გზას, თუ არ მომიშვერ ტუჩებს არ დაგირტყამ ზასს,
დაგალევინებ კოლა-ს დაგალევინებ კვასს, მე არ აგიწევ კაბას არ დაგიგდებ კლასს,
რაც შეეხება ყველას ის შეეხება ფულს, ხალხი ისევ ღელავს და ანარქია სურს,
მე ისევ მარტო დავრჩი და ვეღარაფერს ვთმობ, რადგან ეს გმირი მე ვარ და დადგა ჩემი დრო,
მე ოპტიმიზმით სავეს ვარ და არ მოვიკლავ თავს, მე სულ ყოველთვის ასე ვარ და მეგობრებიც მყავს,
მიყურე როგორ დავდივარ ხან იქ ვარ და ხან აქ, მე ვცხოვრობ შენზე მარტივად და მეტი ფული მაქვს
რაკეტა უნდა გიყიდო, გადაგაფრინო ზღვას, გამოდი შენი ციხიდან, რომ აღარ ჰგავდე სხვას, ჰგავდე სხვას.


მენატრება


ისევ ამოდის თეთრი მთვარე და სიყვარული მოგონებას გავს,
შენზე ოცნება შევიყვარე და ეს სიმღერა არ მანებებს თავს.
ისევ შორს დავრჩი ისევ მარტო, შენზე ფიქრი თუ შემომიღებს კარს
მე აღარ მახსოვს შენი ქუჩა და ამ სიმღერას გამოვატან ქარს
მენატრება, მენატრება,
მენატრება შენი ნაზი ხმა.

სექსი

გთხოვ კიდევ ერთხელ გამიშალე კარტი,
და გამაგონე შენი ნაზი ხმა,
მე მომწონს შენი ჩუმი ლაპარაკი
და ის რომ წითლად შეიღებე თმა,
გრძელდება ჩვენი ძველი სკამზე ჯდომა,
და ვიცი დღესაც კვლავ გამიღებ კარს.
მე მივხვდი რომ ვართ კულტურული ტომი,
რომელიც ისევ გადაირჩენს თავს
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი ისევ მოგენდობი ბრმად
შენ თვლი რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის რომ მაიმუნები ვართ
მე ვნახე შოთა როგორ იჯდა ქვაზე
და თამარ მეფეს ვერ უწევდა მკლავს
ჩვენ ყველა ერთად ვერ მოვედით აზრზე
რომ სიყვარული ანარქიას გავს
მე ჩემო კარგო სწორად მესმის შენი
და ვიცი როგორ შეიცვალა დრო
დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლა
და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო
მე მჯერა შენი დიდი მკერდის ზომის
და ვიცი როგორ მოვეფერო მას
შენ თვლი რომ სექსი მიზეზია ომის
და ჩვენ ამ ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს,
თქვი სექსი, სექსი...


ისტორიას


მოდი ჩემთან შენი ძველი ქუჩით
მოდი ჩემთან შენი ძნელი გზით
მოდი ჩემთან სანამ ღრუბელს ბოლო უჩანს,
და ოცნება გამინათე მზით,
მოდი ჩემთან სანამ მოვა თოვლი,
მოდი ჩემთან სანამ მოვა სხვა,
მოდი ჩემთან სანამ მზეზე ჩამოწვება სევდა
და ნაპირებს მიატოვებს ზღვა.
ისტორიას დარჩება ჩვენი შეხვედრა,
ისტორიას დარჩება ჩვენი ხმა,
ისტორიას დარჩება ის,
რაც ვიპოვეთ ჩვენ... მე და თქვენ

როცა მე წავალ

ქარვისფერ ყანათა ღელვა დარჩება
მეწამული მზის წვა, მდუმარება,
ფრთა მოტეხილი მერცხლის საშველად მე მარტო წავალ
გაკურთხოთ ღმერთმა და დამივიწყეთ
და ეს ზღვა გემები მორეკოს წყალმა
გემუდარებით იცინეთ, იცინეთ,როცამე წავალ

დრო

რეაქტიული მარტოობა,
დაძაბული,
გამოუთქმელი შიში შეხების,
საგნებთან,
საყვარელთან,
გაქრა.
რომანტიული ბილიკის,
რითმის ბოლოა,
შელამაზების,
ვაზისყურა ქალიშვილების
ირმისთვალური სევდა
გაქრა.
სოც-რომანტიზმის
ცისფერთვალება ლმობიერება
გაქრა.
ვარდს გაეფურჩქნა
ატომური სოკო,
რკინაბეტონის ჯუნგლებში
დაკაცდა მაუგლი,
პარაბელუმით ხელში.
დადგა დრო,
გამოთხოვებისა ტყესთან,
დრო უბრალო, მართალ ფერთა ხელჩაკიდების,
დრო წითლად ხატვის,
წითელ ქაღალდზე,
მაშინებელი,
დაუნდობელი,
როგორც ყოველი მართალი,
დრო.

ჯიმ მორისონს

ტანი ტამტამი,
დაწყვეტილი ჩემი გიტარა,
ხორცის ატამი,
გახლეჩილი როგორც სიმართლე,
მარადისობამ,
უდაბნოდან ჩამოიტანა,
მწვანე კანაფის,
იდუმალი ლურჯი სინათლე.

რა კარგია

რა კარგია რომ ბარათაშვილი ხიდია და ჭავჭავაძე
პროსპექტი.
რა კარგია რომ რუსთაველი მეტროა და წერეთელი გამზირი.
რა კარგია რომ ვაჟა-ფშაველა გრძელია და ნიკოლაძე მოკლე.
რა კარგია რომ კომკავშირი ხეივანია და სტალინი სანაპირო.
რა კარგია რომ ყაზბეგი კინოა და გურამიშვილი ქანდაკება.
რა კარგია რომ მელიქიშვილი ქუჩაა და ნუცუბიძე პლატო.
რა კარგია რომ ირაკლი ჩარკვიანია და კოტე ყუბანეიშვილი.

* * *

შენი ატომური ძუძუს ქვეშ,
ნეკნების და ფილტვების ქვეშ,
მე და შენი გული
ერთმანეთს ვლოკავთ.
ჩვენი სიყვარული
სისხლის ფერებში მოდის.


ირაკლი ჩარკვიანი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს