ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯილდა
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2010


ღამის თევა

ღამის თევა, ღამის თევით, ღამის
მოცელილი ემოციით ვიწყებ,
ნაბიჯები, ნაბიჯებად, ნაბიჯს
ერეოდა სხეულს. ვიღაც ირგებს
ანარეკლად, უკვე დასვრილ სიტყვებს
უდიდესი მონდომებით ვღებავ.
გაუბედავ მელოდიას ვმღერი,
და წასული მერამდენედ "შედგა"
ღამის თევა, ღამის თევით, ღამის
ტკივილების მალამო აქვს თითქოს
ხოდა ვისვავ, მრუდე, თხელი ხელით
ჭრილობა კი ორმაგ დოზას ითხოვს.
სულის იქით, მაბადია კიდევ
ერთი ბეწო, ერთი ციდა სუნთქვა
გული შენი კედლებიდან იღებს,
სიმშვიდეს კი ვერ გიბრუნებს უკან.
ღამის თევა, ღამის თევით, ღამის
კიდევ ერთხელ ჩამორეკავს ისრებს
და საათიც შვებულებას იღებს
ღამის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები