ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mistery_100
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2008


***** (უკომენტაროდ)

მე წავიკითხე ყველა სტროფი შენი ლექსების,
შენი ცხოვრება ხომ ისედაც ერთი ლექსია.
შენ არ გიყვარდა,მხოლოდ წერდი იმ სიყვარულზე,
ალბათ, რომელზეც არასოდეს არ გიფიქრია.
შენ მომატყუე, რომ სიყვარულს აღარ ეძახი,
რადგან ცხოვრებამ ჩემი სახით უკვე გარგუნა,
თუმცა, სტროფებმა შენს ლექსებში აზრი დაკარგა
და ყველა სიტყვა ამ ტყუილმა სულ გაახუნა.
დაე, დაგტოვოს შენმა მუზამ მიუსაფარი
და ზედ დაგენგრეს ყველა სიტყვა, რაც შენ გითქვია,
რადგან სიყვარულს არ სურს იყოს შენი მავალი.
ეს იმიტომ, რომ შენ სიყვარული არ შეგიძლია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები