ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mistery_100
ჟანრი: პროზა
11 ივლისი, 2008


124

  გარშემო სიცარიელე და სიჩუმეა.არაფრის ხმა არ ისმის,გაგონილა?!.ჩიტი,რომ ჩიტია,ისიც არ გალობს,არ ჟღურტულებს.დუმს. აი,ასე,უბრალოდ დუმს.ნეტა კიდევ თუ დაფრინავს?!. მგონი ფრენაც დაავიწყდა!ჩიტს თუ ფრენა დაავიწყდა,მაშ,გადაგვარებულა ბუნება.ჩვენ?!.ადამიანებს?!..ადამიანებს რაღა გვეშველება?!.ერთმანეთს აღარ ველაპარაკებით!.. ღიმილით მაინც ვესალმებოდით და ახლა ვდუმვართ!..თევზებივით მხოლოდ პირს ვაღებთ და სიტყვების ნაცვლად,რაღაც მოცისფრო ნივთიერებები გამოდის!..თავიდან მეცინებოდა,ეს რა დაგვემართა თქო,ეხლა კი ვფიქრდები და შიში მაციებს!.. მაციებს და თან ისე,რომ სხეულის ყველაზე შიდა წერტილიდან იწყებს,გამოდის,გულს გაკრავს,შინაგან ორგანოებს დაუვლის, ყველა ნერვს შეეხება და ძვლებს ისე დაარტყავს,სხეული თავისით ხტის ხოლმე!.. ამისიც მეშინოდა თავიდან,ახლა აღარ მეშინია,შევეჩვიე და როცა დღე გავა და არაფერი ხდება,რაღაც უცნაური მარტოობის გრძნობა მიპყრობს ხოლმე.აი,ასეა ალბათ შეჩვეული ჭირი!!! შევეჩვიე!.. შევეჩვიე და ჩავიკეტე ოთახში!არ მინდა ყველა ხედავდეს ჩემს უცნაურობას.მთელი დღე მხოლოდ ფანჯრიდან ვიყურები და ვფიქრობ.განუწყვეტლივ ვფიქრობ!ვფიქრობ,ვფიქრობ,ვფიქრობ...რაღაც ძაფია ესეთი რომ არ წყდება ეს ფიქრი.თანდათან მაგიჟებს და მაგ დროს ვიღვიძებ!... ვიღვიძებ ფიქრისგან და ისევ ის ფანჯარა,ისევ ის ადგილები,ისევ ის სახლები,ისევ ის ხალხი,ისევ ის ცისფერი სითხე სიტყვების ნაცვლად!... ზოგჯერ მგონია,რომ მელნით იმდენი ვწერეთ ვეღარ ვიძახით ვერაფერს!!!იმდენი დავიგუბეთ პირში,რომ სიტყვები გაქრნენ!... ზოგჯერ ისიც მგონია,რომ დედამიწა მრგვალი არაა!.. ხო,რატო გიკვირთ?!.აი,როგორია იცი?!. აი,მუხის ხეს ჰგავს:ბევრი ტოტი აქვს და თითო ტოტზე თითო ქვეყანაა.ამ თითო ქვეყნიდან გადაძახილ-გამოძახილით ვაგებინებთ ერთმანეთის ამბებს.და დღეში ერთხელ,თითქოს შეკვეთილიაო,რამდენიმე ადამიანი დგება თავისი ქვეყნის კიდეზე და ხტება!ზოგი სხვა ტოტზე ხტება,ზოგი კი ქვემოთ!.. ზოგს ძალით აგდებენ და ისეთი ყვირილი ისმის ხოლმე,რომ ფანჯრებს ვხურავ და ოთახის კუთხეში ვიყუჟები!..მაციებს!... ქვემოთ არ ვიხედები!... არ მეშინია,უბრალოდ არ მინდა დავინახო იქ რა არის!ერიდებიან ჩვენს ტოტზე მუხის ძირის ხსენებით!..ის ცისფერი სითხეც უცებ ქრება ხოლმე.არ ვიცი რატომ.ხო,მართლა,ჩემს ოთახს 124ფანჯარა აქვს.და თითო მათგანიდან დღეში ერთხელ გახედვას ვასწრებ.მზე მანამ არ ქრება,სანამ 124-ე ფანჯარასთან არ დავდგები და არ შევხედავ.არადა,დანარჩენი 123ფანჯრიდანაც ჩანს მზე,ზუსტად ისე,როგორც 124-ეში.თითოეულ ფანჯარაში ერთიდაიგივე სახლი ჩანს,ერთიდაიგივე ეზოს ძაღლი და ერთიდაიგივე მეზობლის ერთიდაიგივე მანქანა.გიკვირთ ხომ?!..რომ დავიბადე,მეც მიკვირდა.ეხლა შევეჩვიე.არ შემიძლია,რომ ერთ ფანჯარაში მაინც არ გავიხედო.თითო მათგანში გახედვისას რაღაც ახალს ვხედავ.აი,მაგალითად,23-ეში ვხედავ,რომ მეზობელი ეთამაშება ეზოს ძაღლს.აი,57-ეში კიდევ ვხედავ,როგორ აღებს მანქანას და 72-ეში ვხედავ როგორ იღებს მანქანიდან შვილისთვის ნაყიდ სათამაშო მანქანას.საოცარია არა?!.. ყოველი მზის ჩასვლისას თავისით იკეტება 123ფანჯარა. 124-ე ყოველთვის ღიაა.ალბათ,იმიტომ,რომ დახშულ სივრცეში ძილის მეშინია.თუმცა არასდროს მძინავს.განა არ მინდა?!... მინდა.მინდა,გავიგო,როგორია ძილი,თვალებს რომ დახუჭავ და დილით რომ გაახელ და გაგეღიმება,რომ რაღაც კარგი სიზმარი ნახე.სიზმრის ნახვა მაინტერესებს ძალიან.არ ვიცი როგორია.აი,რომ დავიძინებ ერთხელ,ალბათ მაშინ ვნახავ. მანამდე კი წიგნებს ვკითხულობ.ჩვენს ქვეყანაში ბევრი იკვლევს სიზმარს.მაგრამ ჯერაც ვერ გაუგიათ:ძილის დროს გამოწვეული ჩვენი ოცნების ხორცშესხმაა თუ არსაიდან მოსული აფსურდული ფანტაზია.მე მინდა ფანტაზიაც იყოს და ოცნებაც.რა კარგი იქნებოდა.ვიცხოვრებდი დედამიწაზე,რომელიც მრგვალია.ქვეყანაში,რომელშიც სიტყვებია.დავიძინებდი და ვნახავდი სიზმრებს,ყოველღამე!...სხვადასხვა ფერებს.არ ვნახავდი მოცისფრო სიზმრებს,არ მიყვარს ეს ფერი.გავიდოდი გარეთ და გავივლიდი ტკივილის გარეშე.არ შემაწუხებდა არაფერი უცნაურობა.არ დაველოდებოდი მზის ჩასვლას დიდხანს,უცებ ჩავიდოდა.გავიხედავდი ფანჯრიდან და დავინახავდი სხვადასხვა სახლებს,საგნებს.ჩიტები იგალობდნენ.მექნებოდა ერთი ფანჯარა,მეტი არა!.. ერთადერთი,რომელიც სულ ღია იქნებოდა,რომ მესუნთქა ჰაერი,რომელიც ჩემს ქვეყანაში არ არის!.. და არ შემეშინდებოდა დედამიწიდან გადახედვის,რადგან დავინახავდი უსასრულო სივრცეს და გამიხარდებოდა. გამიხარდებოდა, რომ გადავრდნისას არაფერი მეტკინება,არ დავშავდები.კარგი იქნებოდა ესეთი სიზმარი!...კარგი იქნებოდა ესეთი ცხოვრება!...ეხლა კი დროა 124-ე ფანჯარაში გავიხედო,თორემ ისევ მისაყვედურებენ მზის ჩასვლას დიდხანს ანდომებო!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები