ნაწარმოებები


“ლილე2025“-ს საფინალო შეფასებები. ნახეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: sinner once sinner twice...
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2010


ო, რა ძვირფასია სიცოცხლე (dance)

სულდალეულთა სექტა,
სქელმინიანი სათვალით მიჰყვება,
წარწერას,
მაგიდაზე გაუნძრევლად დგას
ათდოლარიანი არაყის ბოთლი, ბნელი, რუსული ეტიკეტით,
უკვირს,
რა უნდა საძაგელ ტელევიზორს?
ბოლომდე აწეული ხმა, ძლივს აგებინებს ყურსასმენებში,
"ბიბლიის წართმევა დიდი უნამუსობაა"-
ამბობს და კალენდრისკენ იშვერს ხელს,
კედლის რქიანი ჩრდილი, ესალმება ოთახში შემოსულ,
დეიდა ჰილდას,
"ჰილდა, ჰილდა, ეს-ესაა შენი ქმარი მოვკალი,
არ იტირო, იქნებ შენც შეგხვდეს ერთი ჭიქა."
დიდი უნამუსობაა მართლაც,
გადარჩენის ერთადერთი გზა, კართან მიგდებული,
ზეწრის ქვეშ,
დარჩენილი და მიტოვებული....





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები