ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუკა
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2010


მშვენიერო საქართველო

იყო დრო, როცა ერთ იყო მიწა,
და ამის შემდეგ ბევრი იცვალა,
ბევრმა იღორა, ბევრმაც იწვალა,
დაიყვეს მიწა, დაიდეს ნიშა,
ვის დიდი შეხვდა, ვის კი პატარა,
ვის მცირე ერი, ზოგსაც ნახირად,
ჩვენ საქათველო ტანჯვად, ჯახირად,
და ყველაფერი იყო მარტივად.

ბევრ ნაღორალი, ნახირი ერი,
გაგვიღორდა და გაგვინახირდა,
როგორ თუ ესე პატარა ერი,
ამ სიმაღლეზე ამობიბინდა?
ამოჯეჯილდა, გაშალა ფრთები,
ლამაზი ხალხი, ტაძრები, მთები,
დაგვეცა მტერი, ურიცხვზე ბევრი,
და მოინდომა დაცემა ჩვენი,
და ამის შემდეგ ბევრი იცვალა.
ომი, ღალატი, დავიდარაბა,
იყო დიდგორი, იყო მარაბდა,
და დახურული ყველა დარაბა,
ღიაა მთაში, ღიაა ბარში.

ამდენი ტანჯვა წამება,
გვფარავდეს წმინდა სამება,
გვაშოროს ღმერთმა მტერი.
ერი ვართ ბედნიერი.
საქართველოს მინდორ-ველო,
დედამიწის საძირკველო,
"მიმინო და ფრთანათელო,
მშვენიერო საქართველო".

საქართველოს ვუმღერი,
მიყვარს ტაბიძის მერი,
ბევრმა ინატროს ერი,
ქართველზე მშვენიერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები