ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: საშემოსავლო გადასახადი
ჟანრი: იუმორისტული
17 მაისი, 2010


ზებუნებრივი განბლოკვა

ოლღა ბებია ხშირად მეუბნებოდა ხულმე, შვილო ამდენს ნუ დახტუნაობ, წაიქცევი და მუხლი გაგეცქვლიპებაო. რამდენჯერაც მონდომებული ხტუნვა დავიწყე, იმდენჯერ ტალახში ავკოტრიალდი. ერთხელ ისე უმოწყალოდ წავიქეცი, მარჯვენა ფეხზე მყესი გამიწყდა, ამის გამო კი რამდენიმე თვე ვერ ვთამაშობდი ფეხბურთს. ამ შემთხვევის მერე განსაკუთრებით ვირწმუნე ზებუნებრივის. დავიჯერე, რომ ყველა სიტყვას, ასოციაციას შესაბამისი შედეგი მოჰყვება.

ეს კანონზომიერება გუშინ კიდევ ერთხელ გამახსენდა, როცა ჩემი სიკვდილის ქრონიკები გამოვაქვეყნე. რეალურ სიკვდილს 3-ჯერ ჩავხედე თვალებში, ვირტუალურს - მეორედ. პირველი დაბლოკვის მიზეზი აღარც მახსოვს, ამ შემთხვევში კი საერთოდ ვერ მივხვდი რაში იყო საქმე. ყოველგვარი გაფრთხილების, შეტყობინების, აზრთა კოსმიური გადაცემის გარეშე ადმინისტრაციამ ზებუნებრივი ძალების დახმარებით უმოწყალოდ დამბლოკა .


ყველა ჭეშმარიტ ქართველს უყვარს "დღე უკანასკნელი, დღე პირველი". ეს რა შუაში იყო მე ნამდვილად არ ვიცი მაგამ ვაგრძელებ, ო, რა უცებ ჩამოჰკრა უბედურების ზარმა, როცა შევიყვანე პაროლი და ვერ შემოვედი საიტზე, თვალიზე მოწოლილი კურცხალი მაჯით მოვიწმინდე და გულსაკლავად ამოვიოხრე ეჰ, ადმინო,ადმინო.. ის ის იყო იები უნდა მიმეტანა ადმინისთვის როგორც ეს ფილმის სიუჟეტშია, კიდევ ერთმა გენიალურმა იდეამ გამიელვა თავში და აი, ეს აწ უკვე განხორციელებული იდეა თქვენს თვალწინაა, ჯერ კიდევ სტრესსში ვარ და მიმიღეთ დასტრესილებო მე საშემოსავლო გადასახადი ვარ, გამარჯობა. გამარჯობაო შესძახა ლექსებივით მარცვლებარეულად საიტმა და მომაშტერდა 

სულ გვერდები 20 225 915
დღეს გვერდები 6 210
დღეს მნახველები 188
აქტიური წევრები 33

სხვა რა გზა მქონდა და მეც პირველი კომენტარი დავტოვე. ისევ უნდა გამეგრძელებინა აწ უკვე დაწყებულის დასრულება რომ წერილიც აციმციმდა პირადი გვერდის გასწვრივ, ალელუია-მეთქი შევძახე ადმინებო სამოთხეში მოხვდებით და მტრედების ქვეშ მაინც ნუ დაჯდებით, რა იცით და რა ხდება-მეტქი უნდა მიმეყოლებინა რომ აქტიური 33 წევრიდან ერთ-ერთმა რომელსაც პირველად დავუკომენტარე ლაპარაკი ამიკრძალა. რა გასაკვირია დასტრესილების საიტია და ნერვები არავის უვარგა, კვლავ მოვიწმინდე კურცხალი და დავამშვიდე საკუთარი თავი - ხედავ რამდენი შენნაირი დადის, შენ მარტო არ ხარ ამ სამყაროში. და კვლავ აციმციმდა წერილი,  კვლავ ადმინებისადმი ალელუიის ყვირილით გავხსენი და
კვლავ არ გამიმართლა ადმინები სიჩუმით, ხოლო აქტიური 33 წევრიდან ერთ-ერთი საქმის გარჩევებით მპასუხობდა.
ჩემი მაჯის საათი კი რომელიც მუდმივად უკუღმა მიკეთია 9-ის წუთებს მიჩვენებდა, არადა 3 იყო დაწყებული. სხვა რა გზა იყო შევანახინე ზებუნებრივი-ს სახელწოდებით  ჟანრშეურჩეველი ნაშრომი და გავედი დასაძინებლად.

და აი, არის ასრულდა ოცნება საღამოს 4სთ-სა და 48წთ-ზე დაფიქსირებული ჩემი შემოსვლისას დამხვდა ადმინის წერილი -
თქვენი ნიკი დაბლოკილია და განიბლოკება გვიან ღამით

და აჰა შევძახე ყველას გასაგონად - ალელუია, ადმინებო თქვენ სამოთხეში მოხვდებით და მტრედების ქვეშ ნუ დასხდებით რა იცით რა ხდება .


და მაინც იქნევ ვინმემ მითხრას რატომ დავიბლოკე?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები