 | ავტორი: ლელდღუნია ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 17 მაისი, 2010 |
მხატვრის ფიქრები ყოველთვის განსხვავებულია. მხატვრებს ყოველთვის განსხვავებული მუზა, განსხვავებული ფიქრი და სრულიად განსხვავებული ცხოვრების ხედვა აქვთ. მათი გონება მუდამ რაღაც შეუწვდომელს წვდება, მუდამ ცდილობს პიკს მიაღწიოს მაგრამ ამას ვერ ახერხებს იმის გამო, რომ ყოველი შესრულებული ნახატის შემდეგ ახალი პიკი ჩნდება და მხატვარი მიზნად ისახავს მის დაპყრობასაც. მხატვარს უფრო მეთი შეუძლია ვიდრე მწერალს........? ორივე ხელოვანი თავის შინაგან მდგომარეობას სწორედ თავისი გამომხატველობისთი საშუალებით გვიჩვენებს. მწერალს, მიუხედავად იმისა იგი პროზაიკოსია თუ პოეზიის ლამაზ რითმებს იყენებს, ყოველთვის უფრო მეტი გასაქანი აქვს ვიდრე მხატვარს. წერა შეუძლია ყველას. ზოგს კარგად, ზოგს ცუდად, მაგრამ ნებისმიერ ნაწერში შეგვიძლია გამოვარკვიოთ ავტორის სათქმელი. ამისგან განსხვავებით ხატვას ყველა ვერ მოახერხებს. რა თქმა უნდა მსგავსად მწერლობისა, მხატვრობაშიც არსებობს ცუდი და კარგი ნახატი, მაგრამ ნახატი თუ ზუსტად არაა შესრულებული, ავტორის სათქმელს ვერანაირად გავიგებთ. უფრო მეთიც, იგი გაღიზიანებას გამოიწვევს დამთვალიერებელში. მაგრამ ეს ორი გამომხატველობითი საშუალება მაინც ძლიერ ჰგავს ერთმანეთს და რთულია იმის გარკვევა თუ რომელია უკეთესი. საბოლოოდ ყველა რწმუნდება, რომ მწერლობაც და მხატვრობაც გენიალური და ურთულესი საშუალებაა ხალხთან ურთიერთობის და სათქმელის მკაფიოდ გამოხატვისთვის. ზოგი დამეთანხმება, ზოგს ალბათ საწინააღმდეგო აზრიც გაუჩნდება, მაგრამ ამ მოსაზრებით, ვფიქრობ, ბევრი დაფიქრდება თუ რომელია უკეთესი და მკითხველს საკმაო თავსატეხს გავუჩენ. მთავარიც ხომ ეს არის ცხოვრებაში, რაც შეიძლება მეთი ფიქრი და თავსატეხი, რომლის ამოხსნაც დიდი წვალებას მოითხოვს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ცხონებული ფილიპე ბერიძის ერთი არაჩვეულებრივი წერილი გამახსენდა, ,,ფერწერის და ლირისკის შედარება" ქვია თუ არ ვცდები და ფრიად საინტერესო რამეა ლესინგიდანჩანართებიან-ყველაფრიანად მე ვიყო თამაზ წივწივაძე!ლირიკის აშკარა უპირატესობაზეა საუბარი ტყვიაგაუმტარი არგუმენტებით მანდ! ცხონებული ფილიპე ბერიძის ერთი არაჩვეულებრივი წერილი გამახსენდა, ,,ფერწერის და ლირისკის შედარება" ქვია თუ არ ვცდები და ფრიად საინტერესო რამეა ლესინგიდანჩანართებიან-ყველაფრიანად მე ვიყო თამაზ წივწივაძე!ლირიკის აშკარა უპირატესობაზეა საუბარი ტყვიაგაუმტარი არგუმენტებით მანდ!
9. ზუსტად ეს იყო ხალხო ჩემი მიზანი :0 რაც შეიძლება მეტი დავა და სხვადასხვა აზრი :) აქ დაპირისპირება არ იყო მთავარი მიზანი.. საბოლოოდ მივაღწიე ჩემსას ზუსტად ეს იყო ხალხო ჩემი მიზანი :0 რაც შეიძლება მეტი დავა და სხვადასხვა აზრი :) აქ დაპირისპირება არ იყო მთავარი მიზანი.. საბოლოოდ მივაღწიე ჩემსას
8.
ბეემვე ჯობია თუ მერსედესი ? :)
რა შუაშია კაცო მხატვრობისა და პოეზიის დაპირისპირება? ერთი ერთ მხარეზეა და მეორე მეორეზე,
ორივე არის ემოციის გამოსახვის სახვადასხვა (სხვადასხვა) საშუალება და რთულია ერთი სიბრტყეში მათი განხილვა,
სხვა საკითხია, თუკი პოეზიაში ვისაუბრებთ რითმიანი-ურითმო ლექსის დაპირისპირებაზე, მხატვრობაში ახალი სტილისა და ძველი სტილის თავისებურებებზე,
პიკასოს "კუბიკები" სტილი მისი როგორც ის ხატავს, ბევრს არ მოსწონს, არ ესმის, ვიზუალურად ვერ აღიქვამს მას , თუმცა ესეც არჩევანის თავისუფლებაა და თუკი პიკასოს ერთI ნახატი ათი მილიონი ღIრს მისი , ეს ზოგისთვის სულაც არ ნიშნავს "კუბიკები" მისაღებია მისთვის,
ბევრს მოსწონს პიკასო, სიღრმეს და მედიტაციას ხედავენ მასში,,
ჰულიო იგლესიასის მოსმენის ხასიათზე ვარ ახლა და ზოგისთვის "მოსაწყენი" მუსიკა ახლა ჩემთვის ძალიან მისაღებია,
გემოვნება ხომ ძალიან სპეციფიკური რამეა, არა? :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
ბეემვე ჯობია თუ მერსედესი ? :)
რა შუაშია კაცო მხატვრობისა და პოეზიის დაპირისპირება? ერთი ერთ მხარეზეა და მეორე მეორეზე,
ორივე არის ემოციის გამოსახვის სახვადასხვა (სხვადასხვა) საშუალება და რთულია ერთი სიბრტყეში მათი განხილვა,
სხვა საკითხია, თუკი პოეზიაში ვისაუბრებთ რითმიანი-ურითმო ლექსის დაპირისპირებაზე, მხატვრობაში ახალი სტილისა და ძველი სტილის თავისებურებებზე,
პიკასოს "კუბიკები" სტილი მისი როგორც ის ხატავს, ბევრს არ მოსწონს, არ ესმის, ვიზუალურად ვერ აღიქვამს მას , თუმცა ესეც არჩევანის თავისუფლებაა და თუკი პიკასოს ერთI ნახატი ათი მილიონი ღIრს მისი , ეს ზოგისთვის სულაც არ ნიშნავს "კუბიკები" მისაღებია მისთვის,
ბევრს მოსწონს პიკასო, სიღრმეს და მედიტაციას ხედავენ მასში,,
ჰულიო იგლესიასის მოსმენის ხასიათზე ვარ ახლა და ზოგისთვის "მოსაწყენი" მუსიკა ახლა ჩემთვის ძალიან მისაღებია,
გემოვნება ხომ ძალიან სპეციფიკური რამეა, არა? :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
7. გიფიქრია მეგობარო და რომელია უკეთესი ვერ გადაგიწყვეტია. არცაა გასაკვირი. პასუხი არაა აქვს შენს კითხვას. ხელოვნების სხვა დარგები რომ დავამატოთ, "თლათ" გავიჭედებით მგონია. აბა მითხარი რომელია უფრო მაგარი, ძლიერი თუ შთამბეჭდავი: მიქელანჯელო, გოია,რუსთაველი, ბეთხოვენი, კარუზო, პლისეცკაია და მასტროიანი? რომელიმე თუ არ მოგწონს ამოიღე და სხვა ჩასვი მის ნაცვლად.:) როგორ, რა კრიტერიუმებით უნდა შეაჯიბრო ერთმანეთს? ერთი ძველი კითხვა იყო ასეთი: შოკოლადი უფრო ტკბილია თუ მოსკოვი უფრო შორსაა? აქამდე მიგვიყვანს მგონი - მხატვრობა თუ პოეზია?
პატივისცემით ჰა-რა-ლე :) გიფიქრია მეგობარო და რომელია უკეთესი ვერ გადაგიწყვეტია. არცაა გასაკვირი. პასუხი არაა აქვს შენს კითხვას. ხელოვნების სხვა დარგები რომ დავამატოთ, "თლათ" გავიჭედებით მგონია. აბა მითხარი რომელია უფრო მაგარი, ძლიერი თუ შთამბეჭდავი: მიქელანჯელო, გოია,რუსთაველი, ბეთხოვენი, კარუზო, პლისეცკაია და მასტროიანი? რომელიმე თუ არ მოგწონს ამოიღე და სხვა ჩასვი მის ნაცვლად.:) როგორ, რა კრიტერიუმებით უნდა შეაჯიბრო ერთმანეთს? ერთი ძველი კითხვა იყო ასეთი: შოკოლადი უფრო ტკბილია თუ მოსკოვი უფრო შორსაა? აქამდე მიგვიყვანს მგონი - მხატვრობა თუ პოეზია?
პატივისცემით ჰა-რა-ლე :)
6. ხოოო, მუსიკა მგონია მეც პირველი ხოოო, მუსიკა მგონია მეც პირველი
5. კარგად ჩამოაყალიბე, ფაქტებით. პატივს ვცემ შენს აზრს კარგად ჩამოაყალიბე, ფაქტებით. პატივს ვცემ შენს აზრს
4. რატო იცი? რაღაცის დაჯღაბვნა ყველას შეუძლია. გარითმე ხელი -ყელი და თქვი რომ მე ამაში ისეთი განწყობა ჩავდე და ისეთი ემოციაო,რომ თქვენ ვერ მივხდებითო.. თან ერთი ფურცელი და პასტა და ეგაა. მხატვრობაც მსგავია ,აიღე დახატე შავი კვადრატი მალევიჩივით და ეგაა. მუსიკა კიდე ,მუსიკას ყველა ვერ შექმნის . თან ისე ფართოდ გავრცელებული ნიჭი არ არის როგორც წერა ან ხატვა :) და არც ისწავლება.
რატო იცი? რაღაცის დაჯღაბვნა ყველას შეუძლია. გარითმე ხელი -ყელი და თქვი რომ მე ამაში ისეთი განწყობა ჩავდე და ისეთი ემოციაო,რომ თქვენ ვერ მივხდებითო.. თან ერთი ფურცელი და პასტა და ეგაა. მხატვრობაც მსგავია ,აიღე დახატე შავი კვადრატი მალევიჩივით და ეგაა. მუსიკა კიდე ,მუსიკას ყველა ვერ შექმნის . თან ისე ფართოდ გავრცელებული ნიჭი არ არის როგორც წერა ან ხატვა :) და არც ისწავლება.
3. მუსიკაც ერთგვარი გამომხატველობითი საშუალებაა.. არ გედავები, მეც მიყვარს მუსიკა მუსიკაც ერთგვარი გამომხატველობითი საშუალებაა.. არ გედავები, მეც მიყვარს მუსიკა
2. არც ერთი არც პოეზია მევასება და არც მხატვრობაზე ვაფრენ. მუსიკაა ჩემთვის ყველაფერი არც ერთი არც პოეზია მევასება და არც მხატვრობაზე ვაფრენ. მუსიკაა ჩემთვის ყველაფერი
1. 5 ყოჩაღ შენა 5 ყოჩაღ შენა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|