( ნოველა )
წელიწადის ერთ-ერთი რიგითი დღე იყო. დიდი პოეტი პატარა სოფელში ჩასულიყო,სადაც მას შვილიშვილები დახვდენენ. შვილი ადრე გარდაცვლოდა და მთელი ამაგი ყმაწვილებზე გადაეტანა. ერთ მზიან დღეს კი უფროს შვილიშვილთან ერთად სასეირნოდ წავიდა.იქვე შორიახლოს მთები ზვირთად წამოზრდილიყვნენ, მყუდროებას კი იქვე მომდინარე მდინარის ხმაური არღვევდა.ხანდახან მდინარე, რომ მიყუჩდებოდა ჩიტების ჟღურტული ისმოდა აქა-იქ. პაპა და შვილიშვილი სანაპიროსთან ქვებზე ჩამოსხდნენ. ერთ ხანს ბუნების სილამაზით ტკბებოდნენ, შემდეგ კი ბაბუამ თავის შთამომავალს ჩუმი ხმით კითხა. - შვილო, დღეს რა გქონდათ ქართულში?? პაუზის შემდეგ - ლადო ასათიანის ,,საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი" - მასწავლებელმა გაკვეთილი გკითხა?? - კი ბაბუ და ოთხიანი მივიღე. - რატომ კარგად არ იცოდი?? (აუღელვებლად გაბრაზდა გენიოსი) - არა, არა მე კარგად ვიცოდი, უბრალოდ მასწავლებელმა თქვა, ამ ლექსში ხუთიანი არავისთვის დამიწერია და შენ რატომ დაგიწეროო. - გუშინ რა გქონდათ შვილო? შეეკითხა ოდნავ აღელვებული. - ტერენტი გრანელის პოეზიის ერთ-ერთი შედევრი. - გუშინაც გკითხა მასწავლებელმა გაკვეთილი? - კი - რა ნიშანი დაგიწერა? - ხუთიანი, თუმცა ლექსს, რომ ვამბობდი,შუაში გამაწყვეტინა და მითხრა; არ არის ბოლომდე საჭირო, გრანელს ისედაც სუსტი პოეზია აქვს და ეტყობა ადვილად ისწავლეო. მოხუცს გაეცინა და შემდეგ შეეკითხა - ხვალისთვის თუ იმეცადინეო?? რაზეც ახალგაზრდამ კონტრ შეკითხვით მიუგო - ბაბუა იცი რა მაქვს ხვალისთვის სასწავლი? - პოეტი ჯერ დაიბნა, მერე კი მორჩილად კითხა რა?? - შენი მოღვაწეობა და შემოქმედება. ამაზე ბაბუამ გადაიხარხარა და ახალგაზრდა დაარიგა : - თუ კი ადამიანს რაიმე არასულიერისადმი განსაკუთრებული და ამასთანავე თავისებური შეხედულება არა აქვს , მან მთელ კედელზე თაროები რომ გააწყოს და ზედ თავისი ,, შემოქმედება" დაალაგოს, ხოლო შემდეგ იძახოს ნახეთ როგორი ჭკვიანი ვარ, რამდენი კრებული გამოვეციო, ის კედელი, რომელზეც თაროებია განთავსებული უფრო ჭკვიანი იქნება, ვიდრე თვითონ პიროვნება და მით უმეტეს მისი ლიტერატურა; ხოლო თუ კი ადამიანს განსაკუთრებული შეხედულება აქვს, ისე რომ იმ შეხედულების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც მხოლოდ ამ ადამიანს ესმის, მისგან ყოველთვის ჭეშმარიტი პოეტი დადგება, სხვა საკითხია რა დონის შემოქმედი იქნება იგი. ბოლოს კი თქვა, ნეტავ როდის მიხვდება ეს ხალხი, რომ მცოდნესთვის ნიშანს მნიშვნელობა არა აქვსო. ამის შემდეგ პაპა და შვილიშვილი მცირე ხანს მდუმარედ ისხდნენ, შემდეგ კი სახლის გზას, გაუდგნენ, გზაში ახალგაზრდას ორი სიტყვა აღმოხდა, მადლობა ბაბუ, ხოლო იქაურ გარემოში ისევ მყუდროებამ დაისადგურა.
2004 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. როდის მიხვდება ეს ხალხი, რომ მცოდნესთვის ნიშანს მნიშვნელობა არა აქვს? კარგია +2 როდის მიხვდება ეს ხალხი, რომ მცოდნესთვის ნიშანს მნიშვნელობა არა აქვს? კარგია +2
6. მომეწონა... წარმატებები გიო მომეწონა... წარმატებები გიო
4. მაგარია ძაან...მომეწონა... მაგარია ძაან...მომეწონა...
2. საინტერესოა +++ საინტერესოა +++
1. ოდნავ ყალბი მეჩვენა დიალოგიდან ადგილები და ზოგიერთი ეპითეტი. არც ბაბუას მონოლოგი უნდა იყოს შვილიშვილისთვის ზედმიწევნით გასაგები. რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. წარმატებებს გისურვებთ. ოდნავ ყალბი მეჩვენა დიალოგიდან ადგილები და ზოგიერთი ეპითეტი. არც ბაბუას მონოლოგი უნდა იყოს შვილიშვილისთვის ზედმიწევნით გასაგები. რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. წარმატებებს გისურვებთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|