 | ავტორი: ნია მორი ჟანრი: პოეზია 19 მაისი, 2010 |
როგორ მიდიან პოეტები?.. ფეხზე დგანან, ლექსს კითხულობენ - „საბას“ ანდა „ქართლის ცხოვრებას“, - მერე გულს გრძნობენ...
ვინ იცის რატომ?.. ვინ იცის როდის? - გული გორდება მთიდან, როგორც სიზიფეს ლოდი... ასკდება სცენას, და უეცრად იფშვნება ისე, როგორც ბოთლი გემის კარკასზე...
ნაპირზე დგანან გვირგვინებით, ტაშსაც უკრავენ... და ღია ზღვაში გადის გემი, გემი, სახელად „დ ი დ ი მ უ ხ რ ა ნ ი“.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|