ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ერე მორისონი
ჟანრი: პროზა
19 მაისი, 2010


გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი

IV თავი

ზაფხული

  ჩემი ფანჯრის მიღმა იწვის ზაფხულის მთვარე, ოთახში ისე ცხელა, ღომ კედლებიჩ შეწუხდნენ. მე ვზივარ და ვწერ, ზოგჯერ კითვალს გავაპარებ თეთრ კაბას, რომელიც ფარავს საწოლს. ეს ჩემი საქორწინო კაბაა, ხვალ კი ჩემი ქორწილის დღე, არ ვიცი  მიხარია თუ არა, ისიც არ ვიცი მიყვარს თუ არა ვინმე, მხოლოდ ერთი ვიცი , არ მინდა ჩემი ქორწილი მერის ჯვრისწერას გავდეს, იცი, ვინ იყო მერი?1 მეძავი ქალი, რომელიც ეკლესიაში ლოცულობდა, ერთ დღეს გალაქტიონმა ნახა და მისი მუზა გახდა. მერი  ყოველდღე იწრდა ჯვარს, მაგრამ მისი ჯვრისწერა უფრო გასვენაბას გავდა...
  არა, მე არ ვიქნები უბედური. პირიქით დავქორწინდები ვიქნები ბედნიერი და ყოველ ღამე, როცა ჩემს მეუღლესთან მარტო დავრჩები, ჩავიცვამ მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელებს და შავ კაბას, შემდეგ კი ვიცეკბთ ტანგოს. შენც ნახავ ვინმე ჩასუქებულ გოგოს და დაქორწინდები.
  ახლა მარტო ვარ და ვწერ, ისე ვწერ, რომ არ ვიცი როგორ ჩნდება თეთრ ფურცელზე შავი იეროგლიფების მსგავსი ასოები. მინდა ვინმემ შემოაღოს კარი და მითხრას: "ნუ გეშინია, მე შენთან ვარ", ახლა ძლიერ მინდა გიტირო, მაგრამ ჯარისკაცის ქალიშვილი არასოდეს ტირის.....

P.S. ის გოგონა გარდაიცვალა ჩემს წერილებში, რომ ცოცხლობდა. მას დაკრძალავენ ხვალ იმ დროს როცა მე თეთრი კაბით ეკლესიაში შევაბიჟებ.....
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები