ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა0909
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2010


განცდა

წახვედი, უსიტყვოდ, გულში ჩამაფურთხე,
მატკინე ფიქრი, გული, სული გაამუქე,
მიეცა ფერი და დადის მარტო, ოცნებებით,
ელის, რომ გნახავს და გეტყვის, მეცოდები . .

მე მინდა გითხრა ერთი – მეზიზღები,
გულს უნდა გითხრას ბევრი – ენატრები,
მალე ინანებ ვიცი, დაბრუნდები,
მეტყვი – მაპატიე . . და დაგიბრუნდები . .

ფიქრებში გხედავ , სულ მესიზმრები,
გავიღვიძებ და . . .  ისევ  სადღაც ქრები,
მე სიზმრებს მივანდე ჩემი – ჩვენი ბედი,
იცოდე მიყვარხარ და სულ მეყვარები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები