ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუკა
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2010


მე თუ წავედი...

ყველაფერი ამით არ მთავრდება...
მე თუ წავედი,
იმას არ ნიშნავს უკან გამომყვე.
ერთის სიცოცხლით...
ერთის სიკვდილით...
არ იწონება მთა და გორები,
იყავი ლაღი და ბედნიერი,
მეც მალე მოვალ გეამბორები,
და ვით ჭადრის ხე, და ტირიფების,
ცრემლად დაშვებულ, მწვანე ფოთლების
ვხედავ შენ სახეს, ოდნავ სევდიანს,
ნუ სტირ გილხინდეს...
მე თუ წავდი, ასე იყო ალბათ საჭირო,
ნუ სტირ გეყოფა, თორემ გახდება
სახე შენი სხვისთვის უჩინო,
ერთის ყოფნით...
ერთის არ ყოფნით...
არანაირი ცვლილება ცაზე,
არანაირი ცვლილება მიწას,
არანაირი ცვლილება წყალზე.
გუშინ ვიყავი,
დღეს აღარა ვარ,
ხვალ შენც წამოხვალ,
გავხდებით ერთნი,
მიწავ იყავ და მიწად იქცევი!
სანამ ცოცხალ ხარ ადიდე ღმერთი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები