ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი_ჯაფარიძე
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2010


თემურ ელიავას

ჩემო მეგობარო თემურ ელიავა...
როგორ მოგაფიქრდა გალაკტიონის გაგდება?
მისი სახელი ვერ წაშალა ვერც საუკუნის ნისლმა,
იძახი,რომ გაიტანონ წიგნები მისი,
მის ნაცვლად რა მოიტანონ,რაღაც ნაჯღაბნი სხვისი?
არ დადგება გაზაფხული თუ არ გაიარე ზამთარი,
თუ არ ნახავ ტკივილსა და შავს,ვერვიზე იტყვი ლამაზი.
უცხომ,რომ მოგისმინოს ჩვენი გენიოსი ეგონება მარაზმი.
ჩვენ რა ვიცით რას გრძნობდა,როცა ეტრფოდა მთვარეს?
ჩვენ რა ვიცით რას ფიქრობდა,როცა ესაუბრებოდა ღამეს?
დუელი რომ მოინდომე ერთი-ერთზე მასთან,
თუნდაც ყველა დაგეხმაროთ,სურათია:ჭიანჭველა მთასთან.
არ გეგონოს,რომ ავყევი ბრბოს აზრს
უბრალოდ ვერვინ დალევს ტაბიძის სიყვარულის თასს,
ყველა თავისებურად გებულობს მისი ლექსების არსს.
მისი სიტყვები სიყვარულს დაანახებს  ბრმასაც,
ამიტომ ვერ გადავიხდით ნახევარ ვალსაც.
იმედია ოდესღაც შენც შეიცვლი აზრსაც,
ოდესმე ერთად დავსხდებით და დავიწყებთ სმასაც,
აი მაშინ კი ჩვენთან ყოფნა,მოუნდება მთასაც.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები