ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2010


თუ გიღალატე!

თუ გიღალატე!
გიღალატე მეტაფორასთან -
და მონატრება მოვიკალი იმ შედარებით...
„ალუჩის ტოტებს“ ვერ ვწვდებოდით -
ირევა ფერთა -
და თვალი დათვრა შენს ლოდინში ალადასტურით!
თუ გიღალატე!
გიღალატებ კიდევ ათასჯერ!...
მეტაფორები (მარცვლებად) რომ ინაზებიან -
ისე გაქციე რეალობად - ვერც კი მიმიხვდი...
რომ სტრიქონებში - იასთანაც ჩამძინებია.
მე გიღალატე!
გიღალატე - დავწექი სხვასთან
და სისხლძარღვებმა დნმ-ი გააცამტვერეს -
სიგარეტს ისევ - ნამთვრალევი
ბეჭდებად ვცელავ!
ასე მხატვრულად - საპატარძლო კაბას გიმზადებ...
- - -
და მეტაფორა
ვინ იცის, რომ მომელოდება?!
ის, მეტაფორა -
რომელთანაც გაგაიგივე!
„ალუჩის ტოტებს“ აკვარელი ფერებში ძერწავს -
მომელოდება...
უნდა დავწვე მასთან ამ ღამეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები