 | ავტორი: დათო111 ჟანრი: პოეზია 24 ივნისი, 2010 |
ქუჩაში აჩრდილებს აენთოთ სანთლები, ღამის სიდიადეს აისი ამღვრევდა, როგორც, შემოდგომას დაარბევს ფოთლები გრძნობების ლაშქარი გულს ისე არბევდა.
თვალებში შემორჩა ფიქრების ჭიდილი ბალახის სურნელით გაჟღენთილ მეზვინეს, მე ზურა ვიყავი სურამის ციხისთვის ჩემი გრძნობები კირში რომ შეზილეს.
ხაკისფერ ნისლებში ბეღურებს ეძინათ, ფრთებზე კი ფოთლები ეყარათ რამდენი, მთვარე რომ დამპირდა თავის ჩამოხრჩობას ვიცოდი არ იყო ამ ცოდვის ჩამდენი,
ვარსკვლავნი, ცეცხლოვან ცის თაღებს სერავდა მიჰგავდნენ ზეცაში აფრენილ ფაშატებს, მთვარე, ვარსკვლავების პეიზაჟს ხატავდა ქარი, ღრუბლებში ახვევდა ნახატებს,
ქუჩებში, აჩრდილებს სანთლები აენთოთ, რიგებად დაეწყოთ ფიქრების ლოდები, გრძნობების ლაშქარი გულს ისე ძარცვავდა შემოდგომას რომ გაძარცვავს ფოთლები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მოეწონა კვაზი უმახინჯესს ეს ლექსი +უსასრულობა... მოეწონა კვაზი უმახინჯესს ეს ლექსი +უსასრულობა...
14. კარგია, თუმცა უკეთესადაც შეძლებ მგონია (მე ასეც არ შემიძლია) წარმატებები! კარგია, თუმცა უკეთესადაც შეძლებ მგონია (მე ასეც არ შემიძლია) წარმატებები!
13. მე ზურა ვიყავი სურამის ციხისთვის ჩემი გრძნობები კირში რომ შეზილეს.
ამ ფრაზისთვის ღირდა აქ შემოხედვა:)
მომეწონა... რითმა ცოტა მეც მესუსტა... თუმცა მაინც +2:) მე ზურა ვიყავი სურამის ციხისთვის ჩემი გრძნობები კირში რომ შეზილეს.
ამ ფრაზისთვის ღირდა აქ შემოხედვა:)
მომეწონა... რითმა ცოტა მეც მესუსტა... თუმცა მაინც +2:)
12. ლამაზი ფრაზებია, რითმა - სუსტი.
ლამაზი ფრაზებია, რითმა - სუსტი.
11. უკეთესს დაწერ...:) უკეთესს დაწერ...:)
10. ხაკისფერ ნისლებში ბეღურებს ეძინათ, ფრთებზე კი ფოთლები ეყარათ რამდენი, მთვარე რომ დამპირდა თავის ჩამოხრჩობას ვიცოდი არ იყო ამ ცოდვის ჩამდენი,
+2 ხაკისფერ ნისლებში ბეღურებს ეძინათ, ფრთებზე კი ფოთლები ეყარათ რამდენი, მთვარე რომ დამპირდა თავის ჩამოხრჩობას ვიცოდი არ იყო ამ ცოდვის ჩამდენი,
+2
9. kargi leqsia, martla kargia :) kargi leqsia, martla kargia :)
8. ვარსკვლავნი, ცეცხლოვან ცის თაღებს სერავდა მიჰგავდნენ ზეცაში აფრენილ ფაშატებს, მთვარე, ვარსკვლავების პორტრეტებს ხატავდა ქარი, ღრუბლებში ახვევდა ნახატებს,
კარგი ლექსია! :) ვარსკვლავნი, ცეცხლოვან ცის თაღებს სერავდა მიჰგავდნენ ზეცაში აფრენილ ფაშატებს, მთვარე, ვარსკვლავების პორტრეტებს ხატავდა ქარი, ღრუბლებში ახვევდა ნახატებს,
კარგი ლექსია! :)
7. მე მომეწონა!!! გაიხარე შენა!!! მე მომეწონა!!! გაიხარე შენა!!!
5. მე ზურა ვიყავი სურამის ციხისთვის ჩემი გრძნობები კირში რომ შეზილეს. ---------------------------------------------- ვარსკვლავნი, ცეცხლოვან ცის თაღებს სერავდა მიჰგავდნენ ზეცაში აფრენილ ფაშატებს, მთვარე, ვარსკვლავების პორტრეტებს ხატავდა ქარი, ღრუბლებში ახვევდა ნახატებს,
ძალიან მომეწონა მე ზურა ვიყავი სურამის ციხისთვის ჩემი გრძნობები კირში რომ შეზილეს. ---------------------------------------------- ვარსკვლავნი, ცეცხლოვან ცის თაღებს სერავდა მიჰგავდნენ ზეცაში აფრენილ ფაშატებს, მთვარე, ვარსკვლავების პორტრეტებს ხატავდა ქარი, ღრუბლებში ახვევდა ნახატებს,
ძალიან მომეწონა
4. როგორც, შემოდგომას დაარბევს ფოთლები გრძნობების ლაშქარი გულს ისე არბევდა.
გრძნობები ქმნის პოეზიას! წარმატებები! როგორც, შემოდგომას დაარბევს ფოთლები გრძნობების ლაშქარი გულს ისე არბევდა.
გრძნობები ქმნის პოეზიას! წარმატებები!
3. წარმოვიდგინე. კარგი ლექსია 5 :)
წარმოვიდგინე. კარგი ლექსია 5 :)
2. მართლაც რომ გრძნობაა,,, დიადი, ალალი, საბრძოლო... იხარე, 5 მართლაც რომ გრძნობაა,,, დიადი, ალალი, საბრძოლო... იხარე, 5
1. კარგი დაწერილია კარგი დაწერილია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|