ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუკა
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2010


ვაიმე დედი

და მე თუ ჩუმად ჩემთვის ვგუგუნებ,
ამ ცხოვრებაზე ჩუმად ვდუდუნებ,
აქა იქ თუკი წამომცდა ცუდი,
არ მომისიოთ მკვლელების გუნდი,
შევცდი მიშველეთ, ვაიმე დედი,
ალბათ ესაა დღეს ჩემი ბედი.

დღეს აქ ვარ, ხვალ იქ ვიქნები,
და მალე წავალ იქ სადაც მარად,
არის ნათელი, პეპლების გუნდი,
არანაირი სიყალბე ცუდი,
სინარნარე და მუდამ სინათლე,
ყოველ წუთში და წამში სიმართლე.

შევცდი მიშველეთ, ვაიმე დედი,
ალბათ ესაა დღეს ჩემი ბედი,
როგორც არასდროს მე არ ვინდობდი
კარგი და ცუდი მე არ ვიცოდი,
ისე მომაგეთ, ისე მომაზღეთ,
მტკივა მიშველეთ, ვაიმე დედი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები